თვითმმართველობა
ვინ უხელმძღვანელებს კომისიებს გურჯაანის საკრებულოში
გუშინ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა. სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარისა და მოადგილის პარალელურად, დეპუტატებმა მუმდივმოქმედი 5 კომისიის თავმჯდომარეებიც აირჩიეს.

საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიას - ალექსანდრე ბასილაშვილი უხელმძღვანელებს ; იურიდიულ საკითხთა კომისიას - ლევან ხაზიური; საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას - ზურაბ ხუროშვილი;
სოციალურ საკითხთა, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიას - მაია ბეროშვილი , ხოლო ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიას- გივი რამაზაშვილი.

| Print |
FaceBook Twitter Google