თვითმმართველობა
დეპუტატობის გამო, სამსახური ა.ა.ი.პ.-იების ორმა ხელმძღვანელმა დატოვა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მეოთხე მოწვევის საკრებულოში სოციალურ საკითხთა, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიას მაია ბეროშვილი უხელმძღვანელებს.
როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, თავისი არჩევანით კმაყოფილია. ამ თანამდებობამდე ის გურჯაანის „საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანებას" ხელმძღვანელობდა.იქიდან გამომდინარე, რომ მას ჰქონდა სამსახურებრივი შეუთავსებლობა და ამ ხარვეზის გამოსასწორებლად ერთკვირიანი ვადა, გათავისუფლების შესახებ განცხადება უკვე დაწერა.
„ვფიქრობ, აქედან უფრო კარგად მოვუგვარებ მოსახლეობას პრობლემებს. იქ მარტო ერთი კონკრეტული სფერო მებარა, აქ კი ჩემი საქმიანობა, სრულიად გურჯაანს მოიცავს. მიმაჩნია, რომ ჩემი მხრიდან მიღებული თითოეული გადაწყვეტილება სარგებელს მოუტანს მოსახლეობას. საკმაოდ საპასუხისმგებლო და საინტერესო საქმეა. იმისთვის, რომ ყველაფერი კარგად იყოს, არანაირ ძალისხმევას არ დავიშურებ.“

მაია ბეროშვილის მსგავსად, სამსახურებრივი შეუთავსებლობის გამო, თანამდებობა დატოვა ააიპ-ი „თანადგომის“ დირექტორმა თამაზ შიშნიაშვილმაც. როგორც მან ჩვენთან საუბარში განაცხადა, თავისი გადაწყვეტილებით კმაყოფილია. ვინ მოიაზრება მათ ნაცვლად აღნიშნული სამსახურების ხელმძღვანელებად, ჯერჯერობით უცნობია. როგორ მუნიციპალიტეტის მერიაში განაცხადეს, ამის შესახებ გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში გახცდება ცნობილი.

| Print |
FaceBook Twitter Google