თვითმმართველობა
გურჯაანის მერმა მოადგილეები წარადგინა
რამდენიმე წუთის წინ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა მოადგილეები წარადგინა. პირველი მოადგილე სიმონ ქოჩორაშვილი იქნება, ხოლო მოადგილის თანამდებობა ბიზნესმენმა ნიკა გეთიაშვილმა დაიკავა.
-"ორი მოადგილე სავსებით საკმარისია, ვერ ვხედავ მესამე მოადგილის აუცილებლობას. კადრები შერჩეულ იქნა კომპეტენციის შესაბამისად. სიმონ ქოჩორაშვილს გამოცდილება აქვს როგორც საკრებულოში, ასევე ის გამგებლის მოადგილეც იყო. ვფიქრობ, ადვილად გაართმევს თავს დაკისრებულ ვალდებულებებს. რაც შეეხება,  ნიკა გეთიაშვილს, მას კარგი გამოცდილება აქვს მენეჯმენტისა და სოფლის მეურნეობის კუთხით. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად სიალხეებსაც შემოვიტანთ და სწორ მიმართულებებსაც დავსახავთ."- განაცხადა არჩილ ხანდამაშვილმა.

ცნობისთვის, სიმონ ქოჩორაშვილმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის გია გერგიძის მოადგილის თანამდებობა მიმდინარე წლის მაისში დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში საუბარი იყო, რომ ნიკა გეთიაშვილი „ქართულ ოცნებას“ გამგებლობის კანდიდატად უნდა წარედგინა, თუმცა, ამის გამო მაშინ პარტიაში შიდა დაპირისპირებაც მოხდა.

| Print |
FaceBook Twitter Google