დედოფლისწყაროს მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა მოადგილეები წარადგინა.
პირველი მოადგილის თანამდებობა სოლომონ ღორაშვილმა დაიკავა,
ხოლო მოადგილედ მალხაზ მერაბიშვილი დაინიშნა.
-"სოლომონ ღორაშვილი 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის
არჩევნების შემდეგ გამგებლის პირველი მოადგილე იყო, ის კვლავ ამ
თანამდებობაზე რჩება. რაც შეეხება, მალხაზ მერაბიშვილს, 2014
წლიდან ადგილობრივ თვითმმართველობასთან ურთიერთობის განყოფილების
ხელმძღვანელი იყო. ძალიან ენერგიული და წარმატებული ადამიანია, ამიტომ
დავაწინაურეთ. ამ ეტაპზე მერიაში სხვა საკადრო ცვლილება ნამდვილად არ
იგეგმება."- აღიშნა speqtri.ge-სთან ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.
ცნობისთვის, დღესვე, მოადგილეები გურჯაანის მერმა
არჩილ ხანდამაშვილმაც წარადგინა.
მასალის გამოყენების პირობები