თვითმმართველობა
რომელი მერი აპირებს კახეთში მრჩეველის შტატის გაუქმებას
ბოლო პერიოდში, მედია აქტიურად საუბრობს, თუ რამდენი მრჩეველი ეყოლებათ ქალაქის მერებს. კახეთში ზოგიერთ მერს ამ დროისთვის მრჩეველი და თანაშემწე საერთოდ არ ჰყავთ, ზოგიერთი მათგანი მათ დანიშვნას არც სამომავლოდ აპირებს.
ნიკოლოზ ჯანიაშვილს მრჩეველი და თანაშემწე გამგებლობის დროსაც არ ჰყოლია. როგორც დედოფლისწყაროს მერი speqtri.ge-სთან საუბარში ამბობს, მათ დანიშვნას არც ახლა აპირებს.

ნიკოლოზ ჯანიაშვილის მსგავსად, მრჩეველი და თანაშემწე არ ჰყავთ საგარეჯოსა და თელავის მერებს.

ლაგოდეხის მერიაში მრჩეველის შტატი არ არსებობს. მერს ჰყავს ორი თანაშემწე, რომელთა ხელშეკრულებას ვადა 31 დეკემბერს ეწურება. როგორც ჯონდო მდივნიშვილი ამბობს, მათი დანიშვნის საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება.

ახმეტისა
და სიღნაღის მერს მრჩეველები საერთოდ არ ჰყავთ, თანაშემწე კი თითო-თითო. სიღნაღის მერი ამბობს, რომ მათი დანიშვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია.

ყვარლის მერს ერთი მრჩეველი და ერთი თანაშემწე ჰყავს. თანაშემწის ხელშეკრულებას ვადა 31 დეკემბერს ეწურება. როგორც როსტომ სესიაშვილი ამბობს, დანიშნავს თუ არა მრჩეველსა და თანაშემწეს ამ საკითხზე ჯერჯერობით არ უფიქრია.

რაც შეეხება გურჯაანის მერს, მას თანაშემწე არ ჰყავს. ჰყავს ერთი მრჩეველი.  როგორც ჩვენთან საუბარში არჩილ ხანდამაშვილი ამბობს, ამ შტატის გაუქმებას აპირებს.


| Print |
FaceBook Twitter Google