თვითმმართველობა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხელფასები იზრდება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და აპარატის მომსახურეთა ანაზღაურება იზრდება. ცვლილება მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასს არ ეხება და კვლავ 2650 ლარით განისაზღვრება.
დღევანდელ სესიაზე საკრებულოს დეპუტატებმა საშტატო ნუსხაც დაამტკიცეს.

„საშტატო ნუსხა განისაზღვრა შემდეგი რედაქციით- საკრებულოს აპარატს 15 შტატიანი თანამშრომელი ეყოლება. ერთი იქნება აპარტის უფროსი, 2 განყოფილების უფროსი, 3 პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი და 9 მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი.“-აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ხაზიურმა.

ცვლილების მიხედვით, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ხელფასი 1700-ის ნაცვლად 1800 ლარით განისაზღვრა, საკრებულოს კომისიისა და ფრაქციების თავმჯდომარეების 1350-ის ნაცვლად -1500-ით, საკრებულოს აპარატის უფროსის ხელფასი 1000-ის ნაცვლად 1500 ლარი იქნება.

რაც შეეხება საკრებულოს აპარატის განყოფილების უფროსის თანამდებობრივი სარგო 810 ლარის ნაცვლად 1200 ლარით განისაზღვრა, მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსს სპეციალისტებს 560 ლარის ნაცვლად 700 ლარი ექნებათ, ხოლო მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტებს 530-ის ნაცვლად 630 ლარი.

| Print |
FaceBook Twitter Google