თვითმმართველობა
გურჯაანის მუნიციპალიტეტში მერის არც ერთ წარმომადგენელს ხელშეკრულება აღარ გაუგრძელდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში და ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმოამდგენლებს ხელშეკრულების ვადა 31 დეკემბერს ამოეწურათ და არც ერთ მათგანს აღარ გაუგრძელდა.
მათ მოვალეობას ახლა სპეციალისტები ასრულებენ.

-„მერია კონკურსს აუცილებლად ჩაატარებს, რათა გამოვლინდეს უფრო კარგი კადრი. ისინი კომპეტენციის მიხედვით შეირჩევიან. გასავლელი გვაქვს რაღაც ეტაპები, კომისია ჩამოსაყალიბებელია. კანონის თანახმად, კონკურსი რამდენიმე დღეში გამოცხადდება.“-აღნიშნა speqtri.ge-სთან გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.

| Print |
FaceBook Twitter Google