თვითმმართველობა
დეპუტატების ნაწილმა სოციალური დახმარების პროგრამას მხარი არ დაუჭირა
დღევანდელ სესიაზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატების ნაწილმა 2018 წლის სოციალური დახმარების პროგრამას მხარი არ დაუჭირა.

მათ შენიშვნები ძირითადად ერთჯერად დახმარებასთან დაკავშირებით ჰქონდათ.
-“ერთ ოჯახზე განსაზღვრული 50 ლარიანი დახმარება უნდა შეცვლილიყო 100 ლარით, რომელსაც მიიღებდნენ ისინი, რომლებსაც სოციალურად დაუცველთა ბაზაში 100 000 ქულა აქვთ.
ახლა ამ შემწეობიოთ სარგებლობენ ისინი, ვისი ქულაც 120 000-ს შეადგენს. დეპუტატების ნაწილმა გამოთქვა მოსაზრება, რომ შესაძლოა, ერთჯერადი დახმარების თანხა გადავიდეს სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსებაში. ეს თემა საკრებულოს წევრებთან კიდევ შესათანხმებელია.“-გვითხრა გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მაია ბეროშვილმა.

აღნიშნულ საკითხს მხარი არ დაუჭირა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა და საკრებულოს დეპუტატმა თემურ ბუწაშვილმა.

„სოციალურ პაკეტს ბევრად უფრო მეტი განხილვა სჭირდება. საბიუჯეტო სახსრები, რომელიც ხმარდება ადამიანების კეთილდღეობას, საყოველთაო კონსენსუსით მიღწეული უნდა იყოს და არა ერთპარტიული გადაწყვეტილებით, რომელიც ჯამში მოქალაქეების ინტერესებს აზარალებს. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენ წავედით კომპრომისზე, რომ მიღებული კანონპროექტი იმავე რედაქციით დარჩენილიყო, მანამ, სანამ შიდაფრაქციული განილვა მოხდება. გვექნება ჩვენი პოზიცია, დავაფიქსირებთ იმ აზრს, რომელიც ადამიანების ინტერესზე მორგებული იქნება.“

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახური კვლავ ძველი დებულებით იხელმძღვანელებს. საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისია დეპუტატებს შეჯერებულ პროგრამას ერთი თვის ვადაში წარუდგენს.

| Print |
FaceBook Twitter Google