თვითმმართველობა
გურჯაანის მერიაში გამოცხადებული კონკურსის პირველი ეტაპი 11-მა მონაწილემ გადალახა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში ხუთ პოზიციაზე კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა. ორ მათგანზე ღია,ხოლო სამზე - დახურული კონკურსი ტარდება.
-ღია კონკურსი ორ პოზიციაზე ჩატარდება- ეს არის კულტურის სამსახურის უფროსისა და ეკონომიკური სამსახურის განყოფილების უფროსის თანამდებობები. პირველ პოზიციაზე 8 განაცხადი შემოვიდა და მათგან მეორე ეტაპზე გადავიდა 3. რაც შეეხება ეკონომიკური სამსახურის განყოფილების უფროსის თანამდებობას, აქ განაცხადი შემოიტანა 4-მა ადამიანმა, მათგან გასაუბრებას გაივლის 2.
რაც შეეხება დახურულ კონკურსს, აქ სამი ვაკანსია გვქონდა.

ეკონომიკის სამსახურის უფროსის პოზიციაზე სულ 2 განაცხადი იყო შემოსული და ორივე გაივლის გასაუბრებას, ადამიანური რესურსების განყოფილების უფროსის თანამდებობაზე 6 განაცხადი შემოვიდა და კონკურსის პირველი ეტაპი ერთმა გადალახა. რაც შეეხება, ეკონომიკური სამსახურის უფროსი სპეციალისტის პოზიციას, აქ განაცხადი სამმა შემოიტანა, მეორე ეტაპზე სამივე მათგანი გადავიდა. დახურული კონკურსი ცხადდება შედარებით მაღალ თანამდებობებზე და მასში მონაწილეობის მიღება მხოლოდ საჯარო მოხელეებს შეუძლიათ, ღია კონკურსის შემთხვევაში ეს შეზღუდვა არ არის. “-აღნიშნა speqtri.ge-სთან საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ანანეიშვილმა.

მისი ინფორმაციით, შერჩეული კანდიდატები გასაუბრებას თვის ბოლოს გაივლიან.

| Print |
FaceBook Twitter Google