თვითმმართველობა
ვინ დაინიშნენ გურჯაანის მერიაში სამსახურისა და განყოფილების უფროსებად
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა, განყოფილებისა და სამსახურის უფროსები, ასევე სოფლებში მერის წარმომადგენლები წარადგინა, რომლებიც კონკურსის წესით დაინიშნენ.
თანამდებობები ასე გადანაწილდა:

-ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი - მაია ლალიაშვილი;
-მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობის კოორდინაციის განყოფილების უფროსი ლევან წინწალაშვილი;
- შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი - მაია ჯაფარაშვილი;
-ინსპექტირების განყოფილების უფროსი - მაგდა მაჭავარიანი;
-კონტროლის განყოფილების უფროსი - ალექსანდრე შავგულიძე;
-იურიდიული განყოფილების უფროსი - თეონა ელიზბარაშვილი;
-ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილების უფროსი - რამაზ ქიტიაშვილი;
-კულტურისა და განათლების განყოფილების უფროსი - თამარ ფურცელაძე;
-მოქალაქეთა მომსახურებისა და საქმისწარმოების განყოფილების უფროსი - მერი ოსოშვილი;
-საგარეო ურთიერთობების, საერთაშორისო პროექტებისა და ტურიზმის განვითარების განყოფილების უფროსი - ნინი ნინოშვილი;
-კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი - ეკა ცისკარაშვილი;
-ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსი - სოფიო ქუმსიაშვილი;
-ქონების მართვის, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი გივი ამისულაშვილი;
-ქონების მართვის სამსახურის უფროსი -კოტე ბერიძიშვილი;

-"ბრძანებებს ხელი დღეს მოვაწერე. საკონკურსო კომისიამ კანდიდატები გამოცდილებისა და კომპეტენციის მიხედვით შეარჩია, მაქვს მოლოდინი რომ მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ეს ადამიანები იდეალურად მოემსახურებიან და გურჯაანის ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება. "- აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.

ვინ დანიშნეს სოფლებში მერის წარმომადგენლებად, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე : ვინ შეარჩია საკონკურსო კომისიამ გურჯაანის სოფლებში მერის წარმომადგენლებად





| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები გურჯაანი / მერია /