თვითმმართველობა
ხმაური და დაპირისპირება თელავის საკრებულოს სხდომაზე
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირის შიდასაუბნო გზების მოასფალტების თანხა, ორი სოფლის სტადიონის კეთილმოწყობას მოხმარდება. 
ამ საკითხის განხილვას საკრებულოს სხდომაზე, "ქართული ოცნებისა" და "ევროპული საქართველოს" დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

ოპოზიციამ, სოფლისთვის განსაზღვრული თანხის გადამისამართება პოლიტიკურ ანგარიშსწორებად შეაფასა. 

"იმის გამო, რომ აღნიშნულ სოფელში არჩევნებში ,,ქართულმა ოცნებამ“ ვერ გაიმარჯვა,   სოფელი ისჯება. მოსახლეობას არ აქვს სასმელი წყალი, თუ გზისთვის ეს თანხები არასაკმარისია, იქნებ წყლის სისტემის მოსაგვარებლად მაინც გამოეყენებინათ?! სხვა სოფელზე რატომ მიმართეს თანხა.“ - განაცხადა სოფელ რუისპირის მაჟორიტარმა დეპუტატმა მოძრაობა "ევროპული საქართველოდან“ ზურაბ ნაცარაშვილმა.

ოპონენტების ბრალდებებს საკრებულოს წევრმა "ქართული ოცნებიდან" ლევან კოჭლოშვილმა უპასუხა და პიარზე გათვლილი დემაგოგია უწოდა.

თელავის საკრებულომ აღნიშნული საკითხი კენჭისყრაზე ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.

| Print |
FaceBook Twitter Google