თვითმმართველობა
ნიკა გეთიაშვილმა გურჯაანის მერის მოადგილის თანამდებობა დატოვა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ნიკა გეთიაშვილმა თანამდებობა დატოვა.


როგორც ჩვენთან საუბარში მერმა არჩილ ხანდამაშვილმა აღნიშნა, მან ეს გადაწყვეტილება საკუთარი სურვილის საფუძველზე მიიღო.
„ნიკამ გადაწყვიტა თავის ბიზნესს დაუბრუნდეს, რაც ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის დანაკლისია. სამწუხაროდ, ამ რეალობის წინაშე ვდგავართ, მაგრამ ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა. ჩვენ რა თქმა უნდა მეგობრებად ვრჩებით. ნიკამ განცხადება შვებულებაზე 24-ში დაწერა და იქვე მიუთითა რომ 3 იანვრიდან გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან.
მის ადგილას ჯერჯერობით არავინ მოიაზრება. რთული ასარჩევია, იცით ეს არ არის ჩვეულებრივი თანამდებობა და ამიტომ სწორი გადაწყვეტილების მიღება გვჭირდება.“

რაც შეეხება ნიკა გეთიაშვილს, მან ამ ეტაპზე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.

| Print |
FaceBook Twitter Google