თვითმმართველობა
გურჯაანის მერის მოადგილედ ლერი გელენავა დაინიშნა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერს კიდევ ერთი მოადგილე ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობაზე ლერი გელენავა დაინიშნა.

ლერი გელენავა 2019 წლიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველის თანამდებობას იკავებდა, ასევე ,,ქართული ოცნების,, საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა.
„ჩემს კურაციაში იქნება ჯანმრთელობის დაცვა,სოციალური სფერო, განათლება, კულტურა, ახალგაზრდული საკითხები, ზედამხედველობა და საჯარო აღრიცხვის მიმართულება. ამავე დროს ამ მიმართულებით მომუშავე ააიპები. საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაა ეს ჩემთვის. ამ ნაბიჯის გადადმა გადამაწყვეტინა ჩემმა გუნდმა. მე ვფიქრობ მათთან და ახალ მერთან ერთად, უფრო მეტს გავაკეთებთ მუნიციპლიტეტის მასშტაბით. შევძლებთ, ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთებას იმ მიმართულებებით რასაც მე ვკურირებ. ვფიქრობთ მოსახლეობასთან ერთად ჩვენი გუნდი დიდ წარმატებას მიაღწევს. “-აღნიშნა ლერი გელენავამ.

მერის მოადგილე ასევე კოორდინაციას გაუწევს შემდეგი ა(ა)იპების საქმიანობას: ა(ა)იპ ,,გურჯაანის სკოლამდელი
სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანება", ა(ა)იპ ,,გურჯაანის სამუსიკო სკოლების გაერთიანება", ა(ა)იპ ,,სოციალურად დაუცველ პირთა მომსახურების ორგანიზაცია მოქალაქეთა თანადგომა", ა(ა)იპ ,,გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრი", ა(ა)იპ „გურჯაანის მოსწავლე ახალგაზრდობი საგანმანათლებლო-შემოქმედებითი ცენტრი“, ა(ა)იპ ,,მრავალჟამიერი 1 ", ა(ა)იპ „გურჯაანის სამხატვრო სკოლა,“ ა(ა)იპ ,,გურჯაანის სპორტული გაერთიანება", ა(ა)იპ ,,გურჯაანის ეროვნული ცეკვის ანსამბლი - ,,გურჯაანი", ა(ა)იპ ,,გურჯაანის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური", ა(ა)იპ „გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანება“.

| Print |
FaceBook Twitter Google