თვითმმართველობა
მერის წარმომადგენლების ხელფასი იანვრიდან გაიზრდება
გურჯაანის მუნიციალიტეტის სოფლებში მერის წარმომადგენლებს იანვრიდან ხელფასი გაეზრდებათ. საკითხი დღეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე განიხილეს.

მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, ნატო გონგაძის განმარტებით, ასეთი გადაწყვეტილება მერმა, ზურაბ უტიაშვილმა მიიღო.
„საშტატო ნუსხა უკვე დამტკიცებული აქვს გურჯაანის მუნიციპალიტეტს, თუმცა იქ მერის წარმომადგენლებს დარიცხული ხელფასი 1400 ლარი აქვს გაწერილი. მერმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მომავალი წლიდან მათი ხელფასი დარიცხული იყოს 1760 ლარი. ასევე ხელფასები გაეზრდებათ სამხედრო გაწვევის თანამშრომლებს. მათი ანაზღაურება ამჟამად არის დარიცხული 880 ლარი და მომავალი წლიდან მათი ხელფასი გახდება 1100 ლარი.“

| Print |
FaceBook Twitter Google