თვითმმართველობა
რას მოხმარდება გურჯაანში ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა
გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგიონალური განვითარების ფონდიდან 27 პროექტი დაფინანსდა. ტენდერები უკვე დასრულების ეტაპზეა.
როგორც speqtri.ge-ს მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, რამაზ ქიტიაშვილმა განუცხადა, ეს მოიცავს რეგიონული განვითარების ფონდიდან 4 მილიონ 810 000 ლარს, 5 % თანადაფინანსება კი, მერიის ვალდებულებაა, რაც მთლიანობაში 6 მილიონ 661 000 ლარს შეადგენს.

"27 პროექტია ჯამში, რაც მოიცავს სპორტული მოედნებისა და გასართობი სივრცეების მოწყობას, მოეწყობა 6 ჭაბურღილი, მოხდება გზების რეაბილიტაცია, მოასფალტდება ქალაქ გურჯაანში კორპუსის ეზოები. პროექტები განხორციელდება როგორც ქალაქში, ასევე სოფლებში. ტენდერები უკვე დამთავრების სტადიაზეა. წლის განმავლობაში რეგიონალური განვითარების ფონდიდან, ახალი განკარგულებით   სხვა პროექტებიც დაფინანსდება,"-აღნიშნა რამაზ ქიტიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, სამუშაოები მარტის თვიდან დაიწყება.
| Print |
FaceBook Twitter Google