თვითმმართველობა
თელავის მერი ქონების გარეშე
Speqtri.ge თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციის გამოქვეყნებას აგრძელებს. ამჯერად თელავის მუნიციპალიტეის მერის, ლევან ანდრიაშვილის ქონებასა და შემოსავლებს გაგაცნობთ.
მას ქონებრივი დეკლარაცია 2022 წლის 21 იანვარს აქვს შევსებული. ირკვევა, რომ თანამდებობის პირისა და მისი მეუღლის სახელზე არც მოძრავი ქონებაა და არც უძრავი. მის სახელზე ბანკში არსებული თანხა კი 648 ლარს და 10 ევროს შეადგენს.

ჩვენ მაინც გადავამოწმეთ, ხომ არ გამორჩა ლევან ანდრიაშვილს დეკლარაციაში რომელიმე ქონების მითითება.

-„რასაც ნახულობთ, ნამდვილად მასეა. მშობლების სახელზეა ქონება,სადაც ვცხოვრობ, მეორე სახლი მამაჩემზეა რეგისტრირებული. ჩემს სახელზეა მიწა თელავში,540 კვ.მ. საჯარო მოხელე ვიყავი და ვარ, რა ქონებაზეა საუბარი?!,“ - განაცხადა ჩვენთან საუბარში ლევან ანდრიაშვილმა.

მიწა, რომელსაც მერი ახსენებს, ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული არ არის. ლევან ანდრიავილი წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა. მას არც ის აქვს მითითებული, რა თანხა შეადგინა ხელფასმა გასულ 2021 წელს. მერის თქმით, ტექნიკური ხარვეზის გამო, დეკლარაციაში სხვა სამსახური მიუთითეს, რაც უნდა გასწორდეს.

ლევან ანდრიაშვილის ბანკში აღებული კრედიტი 30 000 ლარს შეადგენს.

მისი მეუღლე, თეა მაისურაძე, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია ლატვიის რესპუბლიკაში, მისმა ხელფასმა გასულ წელს 64 655 ევრო შეადგინა. რაც შეეხება გასავალს, მან რიგის საერთაშორისო სკოლაში 6 178 ევრო გადაიხადა, ბინის ქირაში კი 24 000 ევრო. მის ანაბარზე ბანკში 3 736 ევრო და 8 550 აშშ დოლარია, სახელფასო ანგარიშზე კი - 1000 ევრო.

| Print |
FaceBook Twitter Google