თვითმმართველობა
თელავის მერია 5 ახალ მანქანას ყიდულობს
თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ ხუთი მანქანის შესაძენად 255 000 ლარი გამოყო. კონსოლიდირებული ტენდერი უვე გამოცხადებულია.
როგორც თელავის მუნიციპლიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი speqtri.ge-სთან საუბარში ამბობს, მათ ბალანსზე არსებული მანქანების დიდი ნაწილი ამორტიზებულია და ტექდათვალერებაც კი ვერ გაიარა.

-„მუნიციპალიტეტს ბალანსზეა 16 მანქანა. აქედან 2 მიკროავტობუსია, ერთი სერთოდ აღარ კეთდება და მეორეც ამორიტზებულია.

დანარჩენი სედანი მანქანების ნაწილმა ტექდათვალიერებაც კი ვერ გაიარა. გვყავს ისეთი ავტმობილი, 10 დღის წინ მიმავალზე რომ ცეცხლი გაუჩნდა. 10-15 წლის დიდძრავინი მანქანები ძალიან ხარჯიანია. გაუბედურებული ავტოპარკია. ხან რა ფუჭდება და ხან - რა, წლიდან წლამდე მათი შენახვა ძვირი ჯდება.

გადავწყვიტე, რომ კონსოლიდირებლი ტენდერით შევიძინო ყველაზე იაფიანი 5 ახალი მანქანა საშუალო გამავლობის. რომ მქონდეს საშუალება, 1-2 მანქანას კიდევ დავამატებდი, უბრალოდ სხვა რაღაცებს ვერ მოვაკლებ თანხას. ეს იქნება თანამშრომლებისთვის და არა ჩემთვის, ან მოადგილეებისთვის. ერთი მანქანა სამხედრო გაწვევის სამსახურისთვისაა, რომელსაც ძირგავარდნილი მერსედესი ჰყავს. ერთი მანქანა ადგილობრივი მოსაკრებელისთვისაა საჭირო. მათაც გზადაგზა უფუჭდებათ მანქანა. ერთი ავტომობილი ზედამხედველობისთვის, მათმა მანქანამ ტექდავალირება ვერ გაიარა და კიდევ ერთი, სხვა სამსახურებისთვის. ალბათ თეთრი ფერის მანქანებს შევიძენთ, ეს იქნება მექანიკა, ყოველგვარი კომფორტის გარეშე. ყველაზე მთავარი ის არის, რომ გარანტია მოჰყვება 5 წლის განმავლობაში,“- განაცხადა ლევან ანდრიაშვილმა ჩვენთან საუბარში.

მანქანების შეძენის საკითხი საკრებულოს სხდომაზე განიხილეს, რასაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხარი არ დაუჭირა. გიგი გიგიტელაშვილმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

„მაშინ, როდესაც მუნიციპალიტეტში მძიმე სოციალური ფონია, მაშინ როდესაც უფასო სასადილოების მოთხოვნით განცხადება 100 ადამიანს აქვს დაწერილი, რათა ყოველდღიურად მიიღონ საკვები და ამ ადამიანებს უარს ეუბნებიან, როცა კვირების განმალობაში თელავსა და სოფლებიდან ნაგავი არ გადის, რადგან რესურსი არ ჰყოფნით საწვავის შესაძენად და იმისთვის, რომ დასაქმებულებს დროულად გადაუხადონ ხელფასი, მანქანების შეძენა და ფიქრი საკუთარ კომფორტზე, არასწორია. შესაბამისად, ამ საკითხს მხარს მე ვერ დავუჭრდი,“- აღნიშნა ჩვენთან საუბარი გიგი გიგიტელაშვილმა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერის, ლევან ანდრიაშვილის ინფორმაციით, ახალი მანქანები ზაფხულიდან ეყოლებათ, ძველ მანქანებს კი, აუდიტორული შეაფსების შემდეგ აუციონზე გაყიდიან.

| Print |
FaceBook Twitter Google