თვითმმართველობა
როგორ აფასებენ კვარტალურ ანგარიშს ხელისფულებასა და ოპოზიციაში
გურჯანის საკრებულოს მორიგ სხდომაზე 2022 წლის პირველი კვარტალური ანგარიშის განხილვას კამათი მოჰყვა.

ანგარიში მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ნატო გონგაძემ წარადგინა. საკითხის განხილვამ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თემურ ბუწაშვილის უკმაყოფილება გამოიწვია.

მისი თქმით, სექტორები სრულად არ იყო ჩაშლილი, რაც საზოგადოებაში ბუნდოვანებას აჩენს.

„პროცენტები კარგად გამოიყურება, მაგრამ სექტორების გადახედვის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ გვაქვს სერიოზული ლაფსუსები ხარჯვით და გეგმიური ღონისძიების არ შესრულების საკითხზე. დამეთანხმებიან უმრავლესობის დეპუტატები.

კონკრეტული შეკითხვა დავსვი პროცენტებთან დაკავშირებით, რადგან მოსახლეობისთვის შინაარსობრივად გაუგებარია, თუ რაზე დაიხარჯა ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები.
როდესაც სექტორი 10%-ზე მეტს ვერ ითვისებს და ამაზე კითხვები არ ჩნდება, ვფიქრობ, ეს საკითხი იმსახურებს სწორ რეაგირებას“-განაცხადა საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თემურ ბუწაშვილმა.

Speqtri.ge დაინტერესდა ზემოაღნიშნული საკითხით.

თემურ ბუწაშვილის თქმით, მერიის შესაბამისი სამსახურები ვერ ახდენენ სათანადო რეაგირებას. კერძოდ, ახალგაზრდულმა სექტორმა, რომელსაც წლიური ღონისძიებებისათვის გამოყოფილი აქვს 150 ათასი ლარი, ამ დროისთვის მხოლოდ 10% აითვისა .

„საკრებულოზე ვითხოვე,სექტორების მიხედვით წარედგინათ, როგორც მხარჯველობითი ნაწილი, ისევე იმ ღონისძიებების ნუსხა, რომელიც კონკრეტული პროექტის ფარგლებში ჩატარდა.
საზოგადოება ნამდვილად იმსახურებს იცოდეს, როგორ მუშაობს მერია და რა ღონისძიებებს ატარებს. ჩემი კითხვა იყო თავიდან ბოლომდე პროცედურული, რამაც გამოიწვია მმართველი გუნდის მხრიდან უკმაყოფილება იმიტომ, რომ ისინი არ არიან მიჩვეულები საზოგადოებასთან გამჭვირვალე წესით ურთიერთობას და შესაბამისად, მათი დამოკიდებულება ჩემ მიმართ იყო გადაჭარბებული.
ჩემი, როგორც საკრებულოს წევრის ვალდებულებაა, მოსახლეობას ვესაუბროთ მერიის მიერ დახარჯული თანხების შედეგებით. მშრალი ციფრებით ჟონგლიორობა არის აბსოლუტურად მიუღებელი,“ - აცხადებს თემურ ბუწაშვილი.

მისივე თქმით, იანვრიდან დეკემბრამდე დაგეგმილია 4-5 ღონისძიება, რომლის ბიუჯეტიც არის 150 ათასი ლარი.
„გამოდის, რომ თითო ღონისძიება 37-38 ათასი ლარი ჯდება. მე გამიჩნდა კითხვა, არსებული რეალობის გათვალისწინებით, თავს ვაძლევთ უფლებას, ფული დავხარჯოთ იქ, სადაც ხარჯვითი ნაწილი, როგორც მინიმუმ, არ სრულდება?

წლის ბოლოს თანხის დიდი ნაწილი რჩება აუთვისებელი, რომელსაც საბოლოოდ იყენებენ ჯილდოებზე, პრემიებზე და ათას სისულელეზე, რაც ნამდვილად არ შეესაბამება ხალხის დაკვეთას,“-გვეუბნება თემურ ბუწაშვილი.

საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, ნატო გონგაძე ამბობს, რომ დეტალური ანგარიში წინასწარ იყო გაგზავნილი ყველა დეპუტატთან.
მისი შეფასებით, საკრებულოზე მომხარი კამათი იყო სრული პროვოკაცია.

„როდესაც ანგარიში მზადდება, ის ერთი კვირით ადრე არის ჩაშლილი ორგანიზაციული მოდელის მიხედვით. ყველა დაწესებულების ხარჯვითი ნაწილი, რომელმაც გაიარა კომისია, მოცულობაში არის დაახლოებით 50 ფურცლამდე და საკრებულოზე ამის წაკითხვა შეუძლებელია. მინდა აღვნიშნო, რომ კომისიაზე, სადაც წავიკითხე ეს ყველაფერი, კითხვები არავის ჰქონია,“-გვეუბნება ნატო გონგაძე.

ის განმარტავს, რომ სპორტულ, ახალგაზრდულ და კულტურულ აქტივობებში კვარტალში უნდა დახარჯულიყო 811 ათასი ლარი და დაიხარჯა 600 ათასი ლარი. საბოლოოდ ათვისებულია თანხის არა, 10- არამედ 74% , რაც კანონის მიხედვით, აბსოლუტურად ნორმალურია.

მისივე თქმით, თემურ ბუწაშვილის ბრალდება, რომ ხდება აუთვისებელი თანხის არამიზნობრივი ხარჯვა, ტყუილია.

„რაც შეეხება აუთვისებელი თანხების პრემიებსა და დანამატებზე განაწილებას, ეს არის სრული ტყუილი, რადგან ამ ეტაპზე დანამატები არც იგეგმება და კანონითაც აკრძალულია.
თუ ყველა შეზღუდვა მოიხსნება, წელსიმდენი ღონისძიება გვაქვს დაგეგმილი, ვფიქრობ, პირიქით თანხების დამატება და სპონსორები დაგვჭირდება,“ - ამბობს speqtri.ge-სთან საუბარში გურჯაანის მუნიციპალიტეტის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ნატო გონგაძე.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი ისრაელში შეხვედრებს
მართავს.
როგორც მერიაში განმარტავენ, მოლაპარაკებების შედეგად თელავის
მუნიციპალიტეტისა და ისრაელის ქალაქ აფულას მერებმა
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი ისრაელში შეხვედრებს მართავს.
როგორც მერიაში განმარტავენ, მოლაპარაკებების შედეგად თელავის მუნიციპალიტეტისა და ისრაელის ქალაქ აფულას მერებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
11:59 / 27.07.2022
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია 47 პერსონალურ კომპიუტერს,
2 ლეპტოპსა და 45 პრინტერს ყიდულობს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია 47 პერსონალურ კომპიუტერს, 2 ლეპტოპსა და 45 პრინტერს ყიდულობს.
15:28 / 26.07.2022
საჯარო სამსახურებში ხელფასების ოდენობა ყოველწლიურად, დაახლოებით,
10%-ით გაიზრდება. ამის შესახებ, დღეს, 18 ივლისს მთავრობის სხდომის
შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა
ისაუბრა.
საჯარო სამსახურებში ხელფასების ოდენობა ყოველწლიურად, დაახლოებით, 10%-ით გაიზრდება. ამის შესახებ, დღეს, 18 ივლისს მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა.
15:46 / 18.07.2022
ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღამბაშიძემ
პარტია „ქართული ოცნება“ და თანამდებობა დატოვა, რის შესახებაც მან
საკუთარ ფეისბუქგვერდზე დაწერა.
ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღამბაშიძემ პარტია „ქართული ოცნება“ და თანამდებობა დატოვა, რის შესახებაც მან საკუთარ ფეისბუქგვერდზე დაწერა.
15:34 / 11.07.2022
სამართალი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 2022 წლის განვლილ პერიოდში კანონდარღვევით მოქმედი 22 აფთიაქი გამოავლინა. როგორც ირკვევა, აღნიშნული აფთიაქებში შესაბამისი ნებართვის გარეშე ყიდდნენ სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპულ და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ მედიკამენტებს.
11:05 / 03-08-2022
ხანძარი იყო თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში. საცხოვრებელ სახლს, სადაც სოციალურად დაუცველი მარტოხელა ქალი ცხოვრობდა, ცეცხლი გაუჩნდა. 
10:30 / 02-08-2022
გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატი (UNHCR) საქართველოში მცხოვრებ უკრაინელ ლტოლვილებს ორი თვის განმავლობაში 235 ლარით დაეხმარება.
16:21 / 27-07-2022
ეკონომიკა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბარნოვისა და რობაქიძის ქუჩების მოასფალტების და სანიაღვრე სისტემის მოწყობის დასკვნითი სამუშაოები დასკვნით ფაზაშია.
16:39 / 29-07-2022
ფშაველი-აბანო-ომალოს 72 კმ-იანი გზის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების პროექტი იწყება.
17:17 / 28-07-2022
სხვა ამბები
საქართველოში, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 11 802-ია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გასული ერთი კვირის განმავლობაში (24-31 ივლისი), გარდაცვალების 10 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა ვირუსით ინფიცირებული 10 233 პაციენტი.
10:58 / 03-08-2022
გურჯაანის სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში ზვიად შანყულაშვილის სახელობის, მკლავჭიდელთა მეორე ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა.
17:15 / 01-08-2022
კოლეჯ „აისის“ ლაგოდეხის ფილიალის სტუდენტებმა დეკორატიული მებაღეობის კონკურსში პირველი ადგილი დაიკავეს.
13:38 / 01-08-2022
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის, ასევე ოსური ენის გამოცდის პირველადი შედეგები შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უკვე გამოაქვეყნა.
10:22 / 01-08-2022
დღეს, 30 ივლისს, გურჯაანში სპეციალურად კინომოყვარულთათვის "რა? სად? როდის?" ერთდღიანი თემატური თამაში გაიმართა. გუნდურ შეჯიბრში მონაწილეობას 13 გუნდი იღებდა. თამაში 25 კითხვისგან შედგებოდა.
21:09 / 30-07-2022
გურჯაანის სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში ზვიად შანყულაშვილის სახელობის, მკლავჭიდელთა მეორე ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა.
17:15 / 01-08-2022
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 20 / 32 °C
img
საგარეჯო 21 / 30 °C
img
დ.წყარო 20 / 26 °C
img
სიღნაღი 21 / 31 °C
img
ლაგოდეხი 20 / 27 °C
img
ყვარელი 20 / 32 °C
img
თელავი 21 / 30 °C
img
ახმეტა 21 / 30 °C
img
კალენდარი
«« აგვისტო 2022 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.