თვითმმართველობა
გურჯაანის საკრებულოს ორმა წევრმა ფრაქცია „ქართული ოცნება“დატოვა
გურჯაანის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" დეპუტატებმა: ბესიკ ფოცხვერაშვილმა და პაატა მოდებაძემ დატოვეს.

ამის შესახებ, დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე საკითხის წარდგენისას ვლადიმერ მუსალბიშვილმა ისაუბრა.
"აღნიშნულმა ბატონებმა დატოვეს" ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო" და ჩვენ ეს ფაქტი უნდა მივიღოთ დღის წესრიგზე,"- განაცხადა ვლადიმერ მუსალბიშვილმა.

საკითხს ასევე გამოეხმაურა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ლევან ხაზიური.

"მათ ფრაქცია "ქართული ოცნება" დატოვეს, თუმცა უმრავლესობის წევრებად რჩებიან ჩვეულებრივად და უმრავლესობასთან ერთად გააგრძელებენ თავიანთ საქმიანობას,"- განაცხადა ლევან ხაზიურმა.
| Print |
FaceBook Twitter Google