თვითმმართველობა
გურჯაანის ახლადარჩეული მერი დღეიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი გიორგი მაჭავარიანი, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებას, დღეიდან შეუდგა. ის, მერიის სამსახურების უფროსებს და ა(ა)იპ -ების ხელმძღვანელებს შეხვდა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„ ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა, ვიყო გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი მომდევნო ორი წელი და გავამართლო გურჯაანელების ნდობა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში გურჯაანის მუნიციპალიტეტში უამრავი მნიშვნელოვანი პრობლემა გადაიჭრა, წინ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს თქვენთან, ჩემს გუნდთან ერთად.

მოგვიწევს, 24-საათიან რეჟიმში მუშაობა, რათა კიდევ უფრო მეტი სასიკეთო პროექტი განვახორციელოთ, რომელიც თითოეული გურჯაანელის ყოველდღიურობაზე აისახება. მაქვს თქვენი იმედი, რომ მაღალი პასუხისმგებლობით, ერთმანეთის გვერდში დგომით, ყველაფერს შევძლებთ, ‘’ - აღნიშნა გიორგი მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მაჭავარიანმა აღნიშნული პოზიცია 1 ოქტომბერს გამართული შუალედური არჩევნების გზით დაიკავა, სადაც მან 17 430 ხმა მიიღო. ის არჩევნებში მონაწილე ერთადერთი კანდიდატი იყო, რომელიც ქართულმა ოცნებამ წარადგინა.
| Print |
FaceBook Twitter Google