თვითმმართველობა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის პასუხი აუდიტის მიერ გამოვლენილ დარღვევებზე
სახელმწიფო აუდიტის მიერ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის 2021-2022 წლების საქმიანობის შესწავლისას 14 ძირითადი დარღვევა გამოიკვეთა. მათ შორის საკითხი ეხებოდა, ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა ავტოპარკის მართვა, ქონების მართვა და განკარგვა, იურიდიული პირების მართვა და დაფინანსება, მოსახლეობის სოციალური დახმარება, ორგანიზაციული და
პერსონალის მართვა.

აღნიშნულ დარღვევებთან დაკავშირებით, speqtri.ge-მ კომენტარისთვის გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, საიდანაც წერილობით გვიპასუხეს:

„სახელმწიფო აუდიტისგან მიღებული დასკვნის საფუძველზე გაიცა 9 რეკომენდაცია. გაცემული რეკომენდაციების შესრულების გეგმაზე აქტიურად მუშაობს მერია.
მუშაობა მიმდინარეობს ელექტრონულ ფორმატში, რომლის მაკონტროლებელიც სახელმწიფო აუდიტთან ერთად არის საქართველოს პარლამენტი“, - გვიპასუხეს მერიაში.

შეგახსენებთ, რომ აუდიტის სამსახრუმა გურჯაანის მუნიციპალიტტის მერიას 9 რეკომენდაცია მისცა, რომელიც, მათი განმარტებით, ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის რესურსების ეფექტიან გამოყენებას.


სახელმწიფო აუდიტის დასკვნას სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ლინკზე.








| Print |
FaceBook Twitter Google