თვითმმართველობა
გამგებლობის კანდიდატად ნიკა გეთიაშვილს წარადგენენ
ქართულმა ოცნებამ გურჯაანის გამგებლობის კანდიდატად ბიზნესმენი ნიკა გეთიაშვილი წარადგინა. აღნიშნული ინფორმაცია ნიკა გეთიაშვილთან გადავამოწმეთ, თუმცა, მან ფაქტი არც უარყო და არც დაადასტურა. როგორც მან განმარტა, ამ ეტაპზე კომენტარს არ გააკეთებს. უკვე ცნობილია, რომ გურჯაანის გამგებლობისთვის პარტიიდან „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ იბრძოლებს ამავე პარტიის კახეთის რეგიონული კოორდინატორი-ბიზნესმენი ვალერ შოშიაშვილი. მან ამის შესახებ „სპექტრთან“ ექსკლუზიურად განაცხადა. ამ ეტაპზე ცნობილი არ არის ვის წარადგენს კანდიდატად გურჯაანში "ნაციონალური მოძრაობა". თუმცა ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ამ პოზიციაზე გიორგი ჩივიაშვილი განიხილებოდა.
| Print |
FaceBook Twitter Google