ახალი ამბები
პროტესტი „ქართულ ოცნებაში“ გამგებლობის კანდიდატების გამო
დღეს კოალიცია „ქართული ოცნების“ გურჯაანის რაიონულ ორგანიზაციასთან, ამავე პარტიის წევრები საპროტესტო აქციას გეგმავდნენ. ისინი  გურჯაანის გამგებლობის შესაძლო კანდიდატების- ნიკა გეთიაშვილისა და ემზარ ჯიქურაშვილის წარდგენას აპროტესტებდნენ. თუმცა, როგორც მათ პირად საუბარში აღნიშნეს, აქცია იმ მოტივით გადაიდო, რომ  პარტიის ცენტრალური ოფისის ხელმძღვანელობას აღნიშნული ორი კანდიდატი „ჩაახსნევინეს“. „სამი დღე კიდევ მოვიცდით, ვნახოთ საბოლოოდ რას გადაწყვეტენ“- აღნიშნეს მათ. speqtri.ge-ს ინფორმაციით,  კვირას  გურჯაანის კულტურის ცენტრში „ქართული ოცნების“ ყრილობა გაიმართება, სადაც სოფლის დეპუტატობისა და გურჯაანის გამგებლობის კანდიდატებს ოფიციალურად დაასახელებენ. თუმცა, როგორც კოალიციის ცენტრალური ოფისის პრეს-სამსახურში განმარტავენ, ეს საკითხი ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის.
| Print |
FaceBook Twitter Google