ვიდეო
უთხარი "არა" თამბაქოს [Video]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში 18 წლამდე ასაკის მოზარდზე თამბაქოს მიყიდვა აკრძალულია და ისჯება კანონით, პასუხისმგებელი სტრუქტურები რეგულარულ მონიტორინგს არ აწარმოებენ.
მართალია, ზოგიერთ მაღაზიაში ამკრძალავი ნიშანი თვალსაჩინოდაა გამოკრული, მაგრამ მოზარდები თამბაქოს შეძენას ნებისმიერ სავაჭრო ობიეტში მაინც უპრობლემოდ ახერხებენ. ამას ჩვენს მიერ ჩატარებული ექსპერიმენტიც მოწმობს.

როგორც "თამბაქოს კონტროლის ალიანსის" თავმჯდომარე გიორგი ბახტურიძე განმარტავს, სწორედ ამიტომ მოსწავლეთა 10% თამბაქოს მომხმარებელია. მისივე ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში შსს-ს ამ საკითხთან დაკავშირებით, არც ერთი სამართალდარღვევის ოქმი არ შეუდგენია.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მავნებელია არა მხოლოდ აქტიური, არამედ, პასიური მწეველობაც.

უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ პასიური მწეველობა (თამბაქოს მეორადი კვამლის ზემოქმედება), ბავშვებისათვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს. 3-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვების 60 %, თამბაქოს კვამლის მავნე, მეორადი ზემოქმედების ქვეშ იმყოფება. ამ ბავშვებში საკმაოდ მაღალია ისეთი დაავადებების განვითარების რისკი, როგორიც არის ასთმა, რესპირატორული (სასუნთქი სისტემის) ინფექციები, ფიზიკური განვითარების შეფერხება; ამასთან, თამბაქოს მეორადი კვამლი ბავშვებში, უეცარი სიკვდილის სინდრომს იწვევს.
მწეველ ოჯახებში (სადაც თუნდაც ერთ მშობელი ეწევა) გაზრდილი ბავშვები მწეველად ჩამოყალიბების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან. გარდა ამისა, მწეველთა გარემო (და შესაბამისად, მეორადი კვამლი) ხელს უწყობს ბავშვებში ონკოლოგიური დაავადებების, ლეიკემიის, ლიმფომის და თავის ტვინის სიმსივნის განვითარებას.

მოზრდილ ასაკში გულ-სისხლძარღთა დაავადებების ძირითადი მიზეზი თამბაქოს მოხმარება და პასიური მწეველობაა. თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული სიკვდილიანობის ხვედრითი წილი გულ-სისხლძრღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილობის 10%-ია, ანუ ყოველი 10 დაავადებულიდან 1 თამბაქოს მოხმარების შედეგად იღუპება.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიმართვა მშობლებს:
• ხელი შეუწყვეთ თქვენს შვილებს იცხოვრონ თამბაქოსაგან თავისუფალ ოჯახში. თქვენ განსაკუთრებული ზეგავლენა გაქვთ მათ მომავალზე. შვილისათვის მშობელი ნებისმიერი ქცევით (მათ შორის მავნე ჩვევით) მისაბაძი და სამაგალითოა.
• მშობელმა შვილს ინფორმაცია ამ საკითხის შესახებ სწორად უნდა მიაწოდოს, დაიცვას ოჯახში მოწევის წესები (არ მოწიოს ბავშვის თანდასწრებით, მომსველთათვის გამოყოს თამბაქოს მოსაწევი ადგილი).
• თუნდაც თქვენ ეწეოდეთ, ბავშვობიდან უნდა ესაუბროთ მწეველობის მავნე ზეგავლენასა და არაპრესტიჟულობაზე.
• აუხსენით მას, რომ თამბაქო ადამიანს არ ხდის თავისუფალს, დამოუკიდებელს, ემართება სხვადასხვა დაავადებები, უფუჭდება კანი, კბილები...
• თამბაქოს მოწევა არ ხსნის სტრესსა და სასოწარკვეთილებას
• დარწმუნდით, რომ თქვენი შვილი თვალს ადევნებს თამბაქოს საწინააღმდეგი კამპანიას
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
კახელი იუმორისტები დამდეგ 2021 წელს გვილოცავენ.
კახელი იუმორისტები დამდეგ 2021 წელს გვილოცავენ.
16:06 / 30.12.2020
გურჯაანის კულტურის ცენტრის საესტრადო ანსამბლ „იმედის“ წევრების
მონაწილეობით, საახალწლო კლიპი შეიქმნა.
გურჯაანის კულტურის ცენტრის საესტრადო ანსამბლ „იმედის“ წევრების მონაწილეობით, საახალწლო კლიპი შეიქმნა.
13:23 / 29.12.2020
რაღაცნაირად მგონია, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩემი ისტორია. 2
კვირაზე მეტია რაც საავადმყოფოდან გამოვედი და ამ ხნის განმავლობაში
იმდენად აბსურდული განცხადება მოვისმინე კოვიდინფიცირებულების
მკურნალობის და ზოგადად, მათი მდგომარეობის შესახებ, რომ თავს
ვალდებულად ვთვლი, საზოგადოებას მოვუყვე ის ამბავი, რაც
გადამხდა.
რაღაცნაირად მგონია, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩემი ისტორია. 2 კვირაზე მეტია რაც საავადმყოფოდან გამოვედი და ამ ხნის განმავლობაში იმდენად აბსურდული განცხადება მოვისმინე კოვიდინფიცირებულების მკურნალობის და ზოგადად, მათი მდგომარეობის შესახებ, რომ თავს ვალდებულად ვთვლი, საზოგადოებას მოვუყვე ის ამბავი, რაც გადამხდა.
19:44 / 12.12.2020
ეკატერინე ქვლივიძემ კახელ ამომრჩეველს სიტყვით მიმართა.
ეკატერინე ქვლივიძემ კახელ ამომრჩეველს სიტყვით მიმართა.
15:00 / 28.10.2020
სამართალი
პროკურატურამ, მკვლელობის ფაქტზე, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე, ვანო ზანდარაშვილი შემთხვევის ადგილზე ბრალდებულის სახით დააკავა.
11:02 / 26-12-2020
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, ექიმი ზურაბ საჩიშვილი მოკლეს.
10:27 / 26-12-2020
მოსახლეობაში არის მოლოდინი, რომ ამნისტია გაფართოვდეს. ჩვენ დაგვჭირდება, დავსვათ კითხვა, ხომ არ მივცეთ შეღავათი იმ ადამიანებს, რომელთაც აქვთ გრძელვადიანი სასჯელი- ამის შესახებ თეა წულუკიანმა საქართველოს პარლამენტში მიმდინარე ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
15:37 / 21-12-2020
ეკონომიკა
ქალაქ გურჯაანში სანაპიროს ქუჩაზე ახალი მინისტადიონის მოწყობა მიმდინარეობს. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, კოტე ბერიძიშვილის განმარტებით, სამუშაოებისთვის 70 ათას ლარამდე დაიხარჯება.
13:46 / 18-12-2020
გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი 17 მილიონ 300 ათასი ლარით განისაზღვრა. აქედან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 4 მილიონ 340 ათასი ლარი დაიხარჯება.
11:54 / 16-12-2020
სხვა ამბები
არ ვფიქრობ, რომ ეს ჩიხური მდგომარეობაა, ჩემი აზრით რესურსი მოლაპარაკებებისთვის არის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
12:53 / 22-12-2020
განათლების მინისტრობის კანდიდატის, მიხეილ ჩხენკელის თქმით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში პედაგოგებისა და ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასები გაიზრდება.
12:29 / 22-12-2020
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ახალი შინაარსის მუხლის ასახვა იგეგმება. რომლის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას მხოლოდ ის პარტია მიიღებს, რომელიც მისთვის განკუთვნილ პარლამენტის წევრის მანდატს ან მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს.
16:03 / 21-12-2020
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის დირექტორების ნაწილს თანამდებობაზე ყოფნის ვადა ამოეწურა. როგორც საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, დალი მინდიაშვილმა speqtri.ge-სთან საუბარში განაცხადა, ახალი დირექტორების დასანიშნად განათლების სამინისტრო კონკურსს გამოაცხადებს.
16:27 / 09-12-2020
საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემულ 27 ნოემბრის დადგენილებით,წამყვანის და მენტორის სტატუსის მოსაპოვებლად პედაგოგები ერთნაირ გამოცდას ჩააბარებენ.
12:51 / 08-12-2020
ანონსი
ხვალ,კახეთში,დაგეგმილი რლსარეაბილიტაციო სამუშაოების გამო,აბონენტთა ნაწილს ელექტროენერგიის მომარაგება შეეზღუდება.
19:59 / 17-01-2021
ტესტი
20 ივნისს "საქართველოს ხმად" აღიარებული ჰამლეტ გონაშვილის დაბადების დღეა.  სახალხო მოლექსე და  ქართველთა მიერ „საქართველოს ხმად“ აღიარებული მომღერალი 1928 წელს სიღნაღის რაიონში დაიბადა.
10:49 / 20-06-2020
ვალუტა
EUR
EUR
1
4.0033
USD
USD
1
3.2987
GBP
GBP
1
4.5044
TRY
TRY
1
0.4463
RUB
RUB
100
4.4956
ამინდი
გურჯაანი -1 / 12 °C
img
საგარეჯო -2 / 4 °C
img
დ.წყარო -3 / 6 °C
img
სიღნაღი -2 / 8 °C
img
ლაგოდეხი -2 / 7 °C
img
ყვარელი -1 / 12 °C
img
თელავი -1 / 6 °C
img
ახმეტა -2 / 5 °C
img
კალენდარი
«« იანვარი 2021 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.