სპექტრი ეთნიკური უმცირესობებისთვის
ათი დღე ბანაკში
-"ბაკურიანის ბანაკში ყოფნა ძალიან მომეწონა. ბევრი ახალი ბავშვი გავიცანი. გვქონდა საინტერესო გაკვეთილები, პრეზენტაციები. ჩვენ იქ ბევრი რამ ვისწავლეთ. საღამოობით დისკოტეკა გვქონდა და ბევრს ვცეკვავდით. ბორჯომის პარკი ძალიან მომეწონა. ბევრი ლამაზი ადგილი დავათვალიერეთ. წამოსვლის წინა დღეს კონცერტი გვქონდა, სადაც ყველა ბავშვი ვიღებდით მონაწილეობას. ზოგი ცეკვავდა, ზოგი მღეროდა, ზოგი ლექსს ამბობდა. Mმე ძალიან მინდა, კიდევ წავიდე ბანაკში."-ეს სოფელ დუზაგრამის საჯარო სკოლის, XI კლასის მოსწავლე თურქან აბუზაროვას წერილია. შთაბეჭდილებები სკოლის კედლის გაზეთში გამოაქვეყნა.მან ზაფხულის ათი დაუვიწყარი დღე ოთხ მეგობართან (თანასკოლელთან) ერთად ბაკურიანში გაატარა. ბავშვებს კურატორობას მათი ქართული ენა-ლიტერატურის პედაგოგი ლელა ჯინჭარაძე უწევდათ. ლელა ჯინჭარაძე ხუთი წელი დუზაგრამის სკოლაში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პრესცენტრის პროექტის-"ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა"-ფარგლებში იმყოფება. მან "სპექტრთან" საზაფხულო ექსკურსიის შესახებ და აზერბაიჯანელების ბავშვების, მისი მოსწავლეების სოციალურ ინტეგრაციაზე ისაუბრა. -"ბაკურიანის ათდღიანი ბანაკი, განათლების სამინისტრომ დააფინანსა. იქ იყვნენ, ბავშვები არამხოლოდ ჩვენი რეგიონიდან, არამედ საქართველოს თითქმის ყველა არაქართული სკოლიდან: სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი. ვცხოვრობდით ერთ-ერთ კეთილმოწყობილ სასტუმროში. დაწერილი გვქონდა დღის განრიგი. დილა იწყებოდა ვარჯიშოთ, მერე მოდიოდა საუზმე, შემდეგ გაკვეთილები და შემდეგ უკვე დაგეგმილი გვქონდა საღამოს ღონისძიება. ბავშვები ერთმანეთს დაუმეგობრდნენ. ძალიან კმაყოფილები დავბრუნდით." ლელა ჯინჭარაძე ამბობს, რომ ბავშვებისთვის ასეთი ექსკურსიები და ვოიაჟები მნიშვნელოვანია, რადგან ისინი საზოგადოებაში ადაპტირებას საჭიროებენ. "როდესაც ვთქვით, რომ ათდღიან ბანაკში, ბაკურიანში მივდიოდით, ბავშვებმა კი გამოთქვეს წამოსვლის სურვილი, მაგრამ ოჯახებიდან წინააღმდეგობა შეხვდათ. სკოლის დირექტორის შვილები წავიყვანეთ თურქანა და მისი ძმა. სწორედ იმიტომ შევარჩიე ესენი, რომ მშობლები მიმხვდარიყვნენ, თუკი დირექტორი უშვებს თავის შვილებს, ე.ი ნდობის პრობლემა არ უნდა იყოსო. 15 ივლისს წავედით და 25-ში დავბრუნდით,"-გვითხრა მან და ეთნიკური უმცირესობებისთვის, განათლების სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტების აუცილებლობაზეც ისაუბრა. -"პროექტის მთავარი მიზანია ქართულ სახელმწიფოში ამ ბავშვების ადაპტირება და ინტეგრაცია. ხუთი წლის წინ, როდესაც მოვედი, ქართული სკოლებისგან რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია დამხვდა, ვნერვიულობდი, მაგრამ ვითარებაში გავერკვიე. ჩვენი აქ ყოფნა და მუშაობა ამ ახალგაზრდებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სახელმწიფოსგან ხელშეწყობა არის, მაგრამ კიდევ უნდა გახშირდეს ასეთი პროექტები. პედაგოგების რიცხვი უნდა აიზარდოს. რაც მეტად მოხდება ამ ბავშვების მხარდაჭერა, მით უფრო კარგი იქნება მათთვისაც და სახელმწიფოსთვისაც. ყოველდღიურად ვხვდები სხვა უფროსი ასაკის აზერბაიჯანელებს, რომლებსაც კომუნიკაცია უჭირთ,Mმაგრამ დარწმუნებული ვარ, ამ თაობის ბავშვებს უკვე ასეთი პრობლემა არ ექნებათ. მე ვაკეთებ ჩემს საქმე, თუმცა საჭიროა, რომ ოჯახების მხრიდანც მეტი ჩართულობა იყოს. მაგრამ ხუთი წლის წინანდლელ მდგომარეობასთან შედარებით, მშობლების გააქტიურებაც შესამჩნევია." ლელა ჯინჭარაძის თქმით, მომავალი თაობის ინტერესი და მზაობა ქართული ენის უკეთ შესასწავლად ყოველდღიურად იზრდება. ლანა გულოშვილი
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
სხვა ამბები
უკვე ცნობილია ნომერი, სადაც შეგიძლიათ დარეკოთ და უგულშემატკივროთ ლევან ყანდიაშვილს, რომელიც მეგაპროექტ „დიდ სცენაში“ კახეთის სახელით მონაწილეობს.
22:57 / 03-07-2020
ლაგოდეხელი 17 წლის ერეკლე თურქაძე, ინტერნეტ-სერიალ ,,ნინველში’’ მთავარ როლზე დაამტკიცეს. ამის შესახებ დამწყები მსახიობი თავად გვესაუბრება.
18:03 / 26-06-2020
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, განათლების სისტემა დისტანციური სწავლების ფორმატზე გადავიდა.
13:32 / 25-06-2020
აბიტურიენტებმა ეროვნული გამოცდების წერა შესაძლოა, პირბადის გარეშე შეძლონ
18:14 / 24-06-2020
გიორგი ლეონიძის შთაგონების წყარო სოფელი პატარძეული იყო და მისი „ნატვრის ხის“ პერსონაჟებიც პატარძეულელები არიანო - ამბობს პოეტი რომან ზუკაკიშვილი.
14:27 / 24-06-2020
ავთანდილ თუნიაშვილი დღემდე ინახავს გასული საუკუნის 50-იანი წლების სიგელებსა და აფიშებს. მისი თქმით, ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ გურჯაანში ქართული ქორეოგრაფიის ფუძემდებელი შოთა თუნიაშვილია, რომლის დამსახურებაცაა რაიონში პირველი ქორეოგრაფიული ანსამბლის დაარსება.
13:20 / 24-06-2020
ვალუტა
EUR
EUR
1
3.6021
USD
USD
1
3.0719
GBP
GBP
1
4.0008
TRY
TRY
1
0.4402
RUB
RUB
100
4.1678
ამინდი
გურჯაანი 18 / 27 °C
img
საგარეჯო 16 / 24 °C
img
დ.წყარო 14 / 27 °C
img
სიღნაღი 18 / 29 °C
img
ლაგოდეხი 17 / 27 °C
img
ყვარელი 18 / 27 °C
img
თელავი 18 / 26 °C
img
ახმეტა 17 / 26 °C
img
კალენდარი
«« აგვისტო 2020 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.