რეკლამა
შოთა ნარეკლიშვილი თელავის სასპორტო გაერთიანების წარმომადგენლებს შეხვდა [R]
“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თელავის მერობის კანდიდატი, შოთა ნარეკლიშვილი, მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრას სპორტის პედაგოგები და მწვრთნელები ესწრებოდნენ. მერობის კანდიდატთან საუბრისას აღინიშნა, რომ სპორტის განვითარებისთვის და მოსახლეობაში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის უმნიშვნელოვანესია, როგორც არსებული სპორტული ობიექტების რეაბილიტაცია, ასევე, ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა.

სასპორტო გაერთიანების წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს სახელფასო ბიუჯეტის გაზრდასა და სფეროში დასაქმებულთათვის სადაზღვევო მომსახურების ამოქმედებაზეც.
შოთა ნარეკლიშვილი ამომრჩევლებს დაპირდა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში სპორტი მისი მენეჯმენტის პრიორიტეტული დარგი იქნება. მერობის კანდიდატის თქმით, ჯანსაღი და სპორტის მოყვარული ახალგაზრდა თაობა ქვეყნის ხვალინდელი ჯანსაღი მომავლის საწინდარია.



| Print |
FaceBook Twitter Google