რეკლამა
არჩილ ხანდამაშვლი: სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარება მუნიციპალიტეტის აღმშენებლობისთვის მნიშვნელოვანია [R]
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის მერობის კანდიდატმა არჩილ ხანდამაშვილმა სოფელ გურჯაანის, ჭანდრის, ვეჯინისა და ძირკოკის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.

მერობის კანდიდატმა ასევე, გურჯაანში სათნოების სახლის ბენეფიციარები მოინახულა. შეხვედრებზე ადგილობრივებმა ყურადღება სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობაზე გაამახვილეს და ამ მიმართულებით, სხვადასხვა პროგრამების გაგრძელების საკითხით დაინტერესდნენ.

არჩილ ხანდამაშვლის განცხადებით, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარება მუნიციპალიტეტის აღმშენებლობისთვის მნიშვნელოვანია.
-„გურჯაანი ძირითადად, აგრარული მუნიციპალიტეტია. ჩვენი თანამოქალაქეების გარკვეულმა ნაწილმა სოფლის მეურნეობისგან ვითარების ხელშემწყობი და შეღავათიანი აგროსესხების პროგრამებით ისარგებლა. ასევე, ისარგებლა პროგრამით -„აწარმოე საქართველოში“ და უამრავი საწარმო წარმატებით ფუნქციონირებს, თუმცა ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით, სერიოზულად უნდა ვიმუშაოთ. თითოეულ გურჯაანელამდე უნდა მივიტანოთ ინფორმაცია იმ სიკეთეების შესახებ, რასაც სახელმწიფო თავის მოქალაქეებს სთავაზობს“, - აღნიშნა მერობის კანდიდატმა.
| Print |
FaceBook Twitter Google