რეკლამა
როსტომ სესიაშვილი ამომრჩეველს: გარწმუნებთ, ყოველთვის თქვენი ინტერესების დამცველი ვიქნები [R]
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ყვარლის მერობის კანდიდატი როსტომ სესიაშვილი წინასაარჩევნო კამპანიას მუნიციპალიტეტის სოფლებში განაგრძობს.

მერობის კანდიდატი ამჯერად, სოფელ ზინობიანის, ჭიკაანისა და ჩანტლისყურის მოსახლეობას შეხვდა და ის ხედვები გააცნო, რომელიც მისი გამარჯვების შემთხვევაში, ყვარელში განხორციელდება.

კანდიდატმა შეხვედრაზე ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ქვეყანაში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. სესიაშვილმა ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობისკენ და ქვეყნის შენების გაგრძელებისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

-„გარწმუნებთ, ყოველთვის თქვენთან ერთად, თქვენი ინტერესებისა და სურვილების აქტიური დამცველი ვიქნები. მოგიწოდებთ, აქტიურად ჩაერთოთ არჩევნების პროცესში, თუმცა, თქვენი მხარდაჭერა შემდგომშიც დამჭირდება და ეს უნდა იყოს გამოხატული თქვენი აქტიურობითა და ჩართულობით“, - განაცხადა როსტომ სესიაშვილმა.
| Print |
FaceBook Twitter Google