რეკლამა
ჯონდო მდივნიშვილი ფონის, კაბალისა და კავკასიონის მოსახლეობას შეხვდა [R]
,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ლაგოდეხში ჯონდო მდივნიშვილი ფონის, კაბალისა და კავკასიონის უბნების მოსახლეობას შეხვდა.

კაბალში, ეთნიკურ აზერბაჯნანელებთან შეხვედრისას, კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა ქართულ - აზერბაიჯანულ ურთიერთობებზე.
-,,ჩვენ მონათესავე კულტურის, ერთი სახელმწიფოს და საერთო ინტერესების მქონე ხალხი ვართ. მერად არჩევის შემთხვევაში, ჩემი მიზანია, მაქსიმალურად დაფასდეს თქვენი შრომისმოყვარეობა “ - განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.


შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ კაბალში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა - ჩატარდა გზების რეაბილიტაცია, მოწესრიგდა სასმელი წყლის სისტემები, თუმცა, ამ კუთხით გამოწვევები კიდევ არსებობს. მდივნიშვილის თქმით, მისი მერად არჩევიდან მოკლე პერიოდში დაიწყება მუშაობა აღნიშნული საკითხების მოგვარებაზე.

| Print |
FaceBook Twitter Google