რეკლამა
შოთა ნარეკლიშვილი საარჩევნო კამპანიას განაგრძობს [R]
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თელავის მერობის კანდიდატი შოთა ნარეკლიშვილი საარჩევნო კამპანიას განაგრძობს.

შოთა ნარეკლიშვილი ამჯერად, სოფელ თეთრი წყლების, ვარდისუბნისა და გულგულის მოსახლეობას შეხვდა და მაჟორიტარობის კანდიდატები - ვასილ არაბული, დავით გოგოშვილი და გურამ წულუკიძე წარუდგინა.

მერობის კანდიდატი ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო, რომელთა შორის აქტუალური კვლავ სასმელი წყლისა და გზების კეთილმოწყობის საკითხია.

- „თვითმმართველობის არსი ხალხის მიერ დაქირავებული ხელისუფლების პასუხისმგებლობაშია. ამიტომ, ჩვენ მაქსიმალურად უნდა გვქონდეს კომუნიკაცია და თქვენი დახმარებით, აღნიშნული სიძნელეები დავძლიოთ. გთხოვთ, იაქტიუროთ როგორც საარჩევნო პროცესში, ასევე შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში, რათა ერთობლივი ძალისხმევით მოვუაროთ ჩვენს მუნიციპალიტეტს, სოფელსა და ქალაქს“, - აღნიშნა შოთა ნარეკლიშვილმა.

ამასთან, მმართველი გუნდის კანდიდატებთან შეხვედრაზე მოსახლეობამ სანიაღვრე სისტემისა და შიდა კომუნიკაციების მოგვარების სურვილიც გამოთქვა.
| Print |
FaceBook Twitter Google