რეკლამა
არჩილ ხანდამაშვილი: მნიშვნელოვანია რომ თითოეული ადამიანის შრომა შესაბამისად იყოს დაფასებული [R]
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის მერობის კანდიდატი არჩილ ხანდამაშვილი, ველისციხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ზაქარია შოშიაშვილთან ერთად, სოფელ ველისციხის მოსახლეობას შეხვდა.

კანდიდატები ველისციხეში არსებული ყველის საწარმოს თანამშრომლებს შეხვდნენ და ადგილობრივებს გაესაუბრნენ. მერობის კანდიდატმა სოფელ ველისციხის სავაჭრო-სატრანზიტო მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და მოსახლეობას არსებული პრობლემებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.

-„სოფელ ველისციხეს მრავალწლიანი ისტორია აქვს. ჩემი და ჩემი გუნდის მიზანია, რომ ის შესაძლებლობები, რომელიც ჩვენს მუნიციპალიტეტში მრავლადაა და ამით განსაკუთრებით ველისციხე გამოირჩევა, აღვადგინოთ და გავაცოცხლოთ“, - აღნიშნა არჩილ ხანდამაშვილმა. მერობის კანდიდატმა მოსახლეობასთან შეხვედრაზე ყურადღება ადგილობრივების შესაძლებლობებსა და მათ ხელშეწყობაზე გაამახვილა.

-„მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ადამიანის შრომა შესაბამისად იყოს დაფასებული. ჩემი მომავალი ოთხი წლის მუშაობა სწორედ ამას მოემსახურება, რომ არ დავკარგოთ ის შესაძლებლობები, რომელიც გურჯაანელებსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტს გააჩნია“, -განაცხადა არჩილ ხანდამაშვილმა.
| Print |
FaceBook Twitter Google