რეკლამა
იოსებ ქარუმაშვილი ზემო ხოდაშენის თემის მოსახლეობას შეხვდა [R]
“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ახმეტის მუნიციპალიტეტში, იოსებ ქარუმაშვილი, ზემო ხოდაშენის თემის სოფლებში - ხორხლსა და ჩაბინაანში მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე მოსახლეობამ ყურადღება გაამახვილა სოციალურ საკითხებზე, სოფლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და ახალგაზრდების მიგრაციაზე.

კანდიდატმა მოსახლეობას გააცნო საკუთარი ხედვა, თუ როგორ უნდა დასძლიოს მუნიციპალიტეტმა ეს პრობლემები და ესაუბრა იმ დაგეგმილ პროექტებზე, რამაც ხელი უნდა შეუწყოს სოფლების ეკონომიურ გაძლიერებას.

-„შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში შეუძლებელი იქნება ყველა იმ პრობლემის მოგვარება, რომელიც 20-25 წლის განმავლობაში გროვდებოდა და დღესაც აქტუალურია. თუმცა ჩემ გუნდთან ერთად, იმის ამბიცია მართლაც მაქვს, რომ ოთხი წლის თავზე ჩვენი მუნიციპალიტეტი იყოს განსხვავებული”, - განაცხადა იოსებ ქარუმაშვილმა შეხვედრაზე.

| Print |
FaceBook Twitter Google