რეკლამა
გიორგი ერბოწონაშვილი ამომრჩეველთან შეხვედრას განაგრძობს [R]
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საგარეჯოს მერობის კანდიდატმა გიორგი ერბოწონაშვილმა, საგარეჯოს მოსახლეობას საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები - ივანე ივანიშვილი და ოთარ ჩალათაშვილი წარუდგინა.

გიორგი ერბოწონაშვილი ადგილობრივ საჭიროებებსაც გაეცნო. მოსახლეობამ პრიორიტეტად სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ახალი ინვენტარით აღჭურვა, სასმელი წყლის სისტემის, გარე განათებისა და გზების მოწესრიგება დაასახელა.

-“ბოლო წლების განმავლობაში, ქალაქში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, მაგრამ კიდევ ბევრი დარჩა განსახორციელებელი, ამიტომაც ჩემი საარჩევნო პროგრამა თქვენს მოთხოვნებსა და საჭიროებებზე იქნება მორგებული“, - განაცხადა გიორგი ერბოწონაშვილმ აშეხვედრაზე.

მერობის კანდიდატი, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სოფელ წყაროსთავის მოსახლეობასაც შეხვდა, ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა წარუდგინა და სოფლის საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
| Print |
FaceBook Twitter Google