რეკლამა
არჩილ ხანდამაშვილი: მე არ ვიქნები კაბინეტური მერი, ცვლილებების დრო მოვიდა [R]
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის მერობის კანდიდატი არჩილ ხანდამაშვილი და ჩუმლაყის, ვაზისუბნისა და ვაჩნაძიანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები - გია შაოშვილი, დავით პაიჭაძე და ზურა სიმონიშვილი, სოფელ ვაზისუბნისა და ვაჩნაძიანის მოსახლეობას შეხვდნენ.

მმართველი გუნდის კანდიდატებმა სოფელ ჩუმლაყში ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა გააცნეს, ხოლო მოგვიანებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის პედაგოგებთან გამართეს შეხვედრა.

მერობის კანდიდატმა სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, მოსახლეობისგან არსებულიპრობლემები მოისმინა და სოფლის დეპუტატობის კანდიდატებთან ერთად, მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა

-.„ჩემთვის დიდი პატივი იქნება გურჯაანის მუნიციპალიტეტის განვითარებაზე ზრუნვა. გარწმუნებთ, რომ მომავალი ოთხი წელი სწორედ ამის დასტური იქნება, მაგრამ მე და ჩემი გუნდი თქვენს გარეშე ვერ შევძლებთ საქმის კეთებას. თქვენი დახმარება თითოეულ ნაბიჯზე დამჭირდება, იმისთვის რომ უფრო სწორი და მიზანმიმართული ქმედებები გვქონდეს, უფრო რაციონალური შედეგები მივიღოთ. მე არ ვიქნები კაბინეტური მერი, ცვლილებების და გურჯაანის გაცოცხლების დრო მოვიდა“, - აღნიშნა არჩილ ხანდამაშვილმა.

მერობისა და დეპუტატობის კანდიდატებმა მოსახლეობასთან ერთად ატმისა და ყურძნის ფასები და მისი რეალიზაციის საკითხიც განიხილეს.
| Print |
FaceBook Twitter Google