რეკლამა
ლევან დავითაშვილი კახეთის გზატკეცილის მოსახლეობას შეხვდა [R]
"ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი, ლევან დავითაშვილი კახეთის გზატკეცილის N3ა კორპუსში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და მათ საჭიროებებს გაეცნო.

როგორც შეხვედრაზე განუცხადეს დეპუტატობის კანდიდატს, კორპუსს სარეაბილიტაციო-გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება ესაჭიროება. გარდა ამისა, მოსაწესრიგებელია კორპუსთან მდებარე სტადიონი და ეზოს ასფალტის საფარი.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, ყველა ის პრობლემა, რაც მოსახლეობას აწუხებს ,„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო პროგრამაში გათვალისწინებულია და შესაბამისად, მისი გამარჯვების შემთხვევაში, ის მაქსიმუმს გააკეთებს, რომ ამ გამოწვევებს პასუხი დროულად გაეცეს.
| Print |
FaceBook Twitter Google