რეკლამა
არჩილ ხანდამაშვილი მოსახლეობას: მაქსიმალურად ვეცდები, არსებული პრობლემები თქვენთან ერთად გადავჭრა [R]
პარტია „ქართლული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის მერობის კანდიდატი არჩილ ხანდამაშვილი სოფელ ჭანდრისა და კაჭრეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან ერთად, კარდაკარის პრინციპით მოსახლეობას შეხვდა.

მერობის კანდიდატმა მოსახლეობისგან ყველა ის პრობლემა მოისმინა, რომელთა გადაჭრაც ადგილობრივებისთვის პრიორიტეტულია.
- „სოფელში არსებულ პრობლემებს ვხედავ და მაქსიმალურად ვეცდები, თქვენთან ერთად გადავჭრა ეს საკითხები, ხშირად ვიყო იქ, სადაც ესა თუ ის პრობლემა გამოიჩენს თავს და ერთად მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სოფლის განვითარებას შეუწყობს ხელს“, – აღნიშნა არჩილ ხანდამაშვილმა.

ადგილობრივებმა მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებს მხარდაჭერა გამოუცხადეს და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში წარმატება უსურვეს.
| Print |
FaceBook Twitter Google