რეკლამა
კახა კალაძე: ჩვენთვის უმთავრესი ამოცანაა ახალი სამუშაო ადგილების შექმნა [R]
„ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. ვიცით,რომ ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებობს პრობლემები, მაგრამ მცირე და საშუალობიზნესის განვითარების ხელშეწყობა, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, იქნება ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება“ - აღნიშნული განცხადება კახაკალაძემ ნაძალადევის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა.

მისი თქმით, სიცოცხლით სავსე ქალაქისთვის სწორი ეკონომიკური ხედვა და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარება ძალიან მნიშვნელოვანია. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა თბილისში ბოლო დღეებში მომხდარი მოვლენებიც შეაფასა და განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიები „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციას ცდილობენ.

-„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში კონკრეტული ე.წ. ოპოზიციური პარტიები მიზანმიმართულად ცდილობენ „ქართული ოცნების“, ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციას, რომ თითქოს ჯგუფმა „ქართუმ“ ერთ ლარად მიითვისა მიწები და ა.შ.ქალაქის ეკონომიკის განვითარებისთვის ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი და დაახლოებით 400 მილიონი დოლარი იხარჯება მის განხორციელებაში. დღეის მდგომარეობით 18 000-მდე ადამიანი არის დასაქმებული და როდესაც დასრულდება სამუშაოები, შეიქმნება 1800 მუდმივი სამუშაო ადგილი. ზუსტად ამ ყველაფრის გათვალისწინებით და ამის გამო იბრძვის დღევანდელი ოპოზიცია, ებრძვის ბიძინა ივანიშვილს, რადგან მათ არ უნდათ ქვეყნის განვითარება, არ უნდათ შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და იყვნენ კმაყოფილი ოჯახები“ - განაცხადა კახა კალაძემ.

მოსახლეობასთან შეხვედრისას თბილისის მერობის კანდიდატმა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ეკოლოგიური გაუმჯობესების გზებზე, სოციალურ საკითხებზე, ტრანსპორტის განვითარებასა და ქაოტური მშენებლობების აღკვეთის ღონისძიებებზე ისაუბრა. კახა კალაძემ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ძველი თბილისის რეაბილიტაციისა და ტურისტების რაოდენობის გაზრდის საკითხს.

-„ძველი თბილისის რეაბილიტაცია იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება. 500 მილიონი ლარი გვინდა დავხარჯოთ ამაში. ჩვენ წარმოვადგინეთ კონკრეტული ქუჩები, რომელთა რეაბილიტაციაც იგეგმება. ყველამ კარგად ვიცით, რას ნიშნავს, როდესაც ძველ თბილისში შეგვაქვს ახალი სიცოცხლე. ეს, რა თქმა უნდა, იქ მცხოვრები ადამიანებისთვისაც მნიშვნელოვანია, ასევე, ბიუჯეტისთვის - დამატებითი შემოსავლები შემოდის. გაზრდილი ბიუჯეტით უფრო მეტი შესაძლებლობები უჩნდება თბილისის მერიას და გამგეობებს, უფრო მეტი პროექტის განხორციელებაა შესაძლებელი. ასევე,ტურისტების რაოდენობა იზრდება ყოველწლიურად, რაც მისასალმებელია. ამ თვალსაზრისით ჩვენ გვაქვს მართლაც უზარმაზარი პოტენციალი, რომელიც ჯერ არ არის გამოყენებული. შესაბამისად, მუშაობა მოგვიწევს, რომ ტურისტების რაოდენობა გავზარდოთ. ესეც დამატებითი შემოსავალია მოსახლეობისა და ქალაქის ბიუჯეტისთვის“ - აღნიშნა კახა კალაძემ.


მისივე თქმით, უკვე არსებობს იმ ინფრასტრუქტურული პროექტების ჩამონათვალი და ვიზუალები, რომელიც ქალაქში ოთხი წლის განმავლობაში განხორციელდება, ასევე,მოგვარდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა და გაგრძელდება მიმდინარე სოციალური და ჯანდაცვის მუნიციპალური პროგრამები. ამის მიუხედავად, თბილისის მერობის კანდიდატმა ღიად ისაუბრა პრობლემურ საკითხებზეც.

- „რა თქმა უნდა, უამრავი პრობლემაა ქალაქში. ხანდახან შეხვედრებიდან რომ ვბრუნდები, გულწრფელად ვამბობ, ჩაწყვეტილი მაქვს ყველაფერი, ისეთ ისტორიებს ვისმენ ადამიანებისგან. ხანდახან ვფიქრობ, რა ეშველება ამ ყველაფერს, მაგრამ ერთად უნდა დავდგეთ, რადგან ჩვენი ერთობით ყველაფერი არის შესაძლებელი. მე მიჩვეული ვარბრძოლას. ადრეც ვთქვი და გავიმეორებ: როცა პატარა ვიყავი და ფეხბურთს ვთამაშობდი სკოლაში, სამტრედიაში მითხრეს, შენგან არაფერი გამოვაო. გამომიშვეს ატირებული სახლში. თუმცა, იმედი არ დამიკარგავს, გავაგრძელე შრომა და მივაღწიე იმას, რასაც მივაღწიე. ასე იყო 2011 წელსაც, როდესაც ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა ქართულ პოლიტიკაში. გახსოვთ, რა მდგომარეობა იყო მაშინ - ნიჰილისტური განწყობა იყო და არავის სჯეროდა, რომ ჩვენ შევძლებდით სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის მშვიდობიანი გზით ჩანაცვლებას, მაგრამ ყველა გავერთიანდით და ყველა დავდექით იქ, სადაც ქვეყანას სჭირდებოდა. ყოველთვის ვამბობ, როცა გჯერა, ყველაფერი შესაძლებელია. შემდეგაც საინტერესოდ გაგრძელდა, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა კაბინეტი წარადგინა, ამას მთელი ამბავი მოჰყვა: სად კალაძე და სად ენერგეტიკა. რისი გამკეთებელია, ვერაფერს ვერ გააკეთებს. ტრაბახი არ მიყვარს, მაგრამ ნაციონალები 9 წლის განმავლობაში გვაყვედრიდნენ, რომ ენერგეტიკა ააყვავეს. ერთი ჰიდროელექტროსადგური ჰქონდათ აშენებული, 8 მეგავატი სიმძლავრის. 5 წლის განმავლობაში, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად ავაშენე 21 ახალი ჰიდროელექტროსადგური და ერთი ქარის ელექტროსადგური. პრობლემებს რაც შეეხება, ილუზია არ მაქვს, რომ ყველა პრობლემა იქნება მოგვარებული, თუმცა იმის ამბიცია ნამდვილად მაქვს, რომ პროექტები და რეფორმები, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ, ყველასთვის ხელშესახები და თვალშისაცემი“ - განაცხადა კახა კალაძემ.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
თიბისიმ ახალი თაობისთვის ახალი პროექტი, „თიბისის განათლების სივრცე”
შექმნა. პროექტის ფარგლებში, საქართველოს ყველა რეგიონის სკოლებში
მრავალფუნქციური სივრცეების მოწყობა იგეგმება, სადაც მოსწავლეებს
შეეძლებათ დაკავდნენ მრავალფეროვანი, კლასგარეშე აქტივობებით და
გაიღრმავონ ცოდნა მათთვის საინტერესო მიმართულებით.
თიბისიმ ახალი თაობისთვის ახალი პროექტი, „თიბისის განათლების სივრცე” შექმნა. პროექტის ფარგლებში, საქართველოს ყველა რეგიონის სკოლებში მრავალფუნქციური სივრცეების მოწყობა იგეგმება, სადაც მოსწავლეებს შეეძლებათ დაკავდნენ მრავალფეროვანი, კლასგარეშე აქტივობებით და გაიღრმავონ ცოდნა მათთვის საინტერესო მიმართულებით.
16:02 / 07.03.2024
იანვრის წმინდა სავალუტო შემოდინებები წინა თვესთან შედარებით
გაუარესდა, თუმცა მაინც მაღალია. აღსანიშნავია, რომ გასულ თვეებში
კლების შემდეგ, სეზონური ფაქტორების გათვალისწინებით, მცირედით
გაუმჯობესდა მიგრაციის მაჩვენებელი, ისევე როგორც დაფიქსირდა
ფეროშენადნობების ექსპორტის გარკვეული აღდგენა.
იანვრის წმინდა სავალუტო შემოდინებები წინა თვესთან შედარებით გაუარესდა, თუმცა მაინც მაღალია. აღსანიშნავია, რომ გასულ თვეებში კლების შემდეგ, სეზონური ფაქტორების გათვალისწინებით, მცირედით გაუმჯობესდა მიგრაციის მაჩვენებელი, ისევე როგორც დაფიქსირდა ფეროშენადნობების ექსპორტის გარკვეული აღდგენა.
17:02 / 27.02.2024
თიბისი კაპიტალმა, 2024 წლის მაკროეკონომიკური მოლოდინები და 5
მთავარი თემა, ქართულენოვანი აუდიტორიის შემდეგ, საერთაშორისო
პარტნიორებს წარუდგინა.
თიბისი კაპიტალმა, 2024 წლის მაკროეკონომიკური მოლოდინები და 5 მთავარი თემა, ქართულენოვანი აუდიტორიის შემდეგ, საერთაშორისო პარტნიორებს წარუდგინა.
18:03 / 26.02.2024
თიბისი, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა მოსწავლეს მე-9-დან მე-12
კლასის ჩათლით, აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს და შეისწავლოს
ტექნოლოგიური პროფესიები სრული დაფინანსებით.
თიბისი, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა მოსწავლეს მე-9-დან მე-12 კლასის ჩათლით, აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს და შეისწავლოს ტექნოლოგიური პროფესიები სრული დაფინანსებით.
12:21 / 21.02.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 16 / 25 °C
img
საგარეჯო 16 / 25 °C
img
დ.წყარო 13 / 24 °C
img
სიღნაღი 15 / 26 °C
img
ლაგოდეხი 14 / 23 °C
img
ყვარელი 16 / 25 °C
img
თელავი 16 / 26 °C
img
ახმეტა 15 / 26 °C
img
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.