რეკლამა
იოსებ ქარუმაშვილი: ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობებმა რაც შეიძლება მეტი ფუნქცია შეიძინონ [R]
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქრთველოს“ ახმეტის მერობის კანდიდატი იოსებ ქარუმაშვილი ზემო ალვანის თემის სოფელ ხორბალოსა და ზემო ალვანის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე მოსახლეობის მხრიდან აღინიშნა, რომ არსებულიპრობლემების მოგვარებაში ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოსახლეობის ერთობლივი მუშაობა აუცილებელია. მერობის კანდიდატმა ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა და მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმა გააცნო.

ასევე აღინიშნა, რომ ადგილზე შექმნილი სათემო საბჭოსა და ადგილობრივი ხელისუფლების თანხმობის გარეშე, არც ერთი შესრულებული პროექტის ჩაბარება არ უნდა მოხდეს.

-„ცენტრალური ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობებმა რაც შეიძლება მეტი ფუნქციაშეიძინონ. დეცენტრალიზაცია მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ადგილზე, თქვენთან ერთად, გადავწყვიტოთ ბევრი პრობლემა, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს“, - აღნიშნა მერობის კანდიდატმა შეხვედრაზე.
| Print |
FaceBook Twitter Google