რეკლამა
კახა კალაძე ქუჩის კალათბურთის ტურნირის გახსნას დაესწრო [R]
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ქუჩის კალათბურთის ტურნირის გახსნას დაესწრო. სპორტული ღონისძიება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით და ორგანიზებით მიმდინარეობს და ერთ კვირას გასტანს.

ტურნირის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სპორტულ ცხოვრებაშიმეტი ახალგაზრდის ჩართვა. გამარჯვებული გუნდი კვირას, ფინალურ თამაშზე გამოვლინდება.
| Print |
FaceBook Twitter Google