რეკლამა
იოსებ ქარუმაშვილი: ვიზრუნებთ, რომ სოფლებს აღარ ჰქონდეს სასმელი წყლისა და მელიორაციის პრობლემები [R]
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი იოსებ ქარუმაშვილი სოფელ დუისის მოსახლეობას შეხვდა.

მოსახლეობამ კანდიდატს სოფლის მასშტაბით არსებული პრობლემები გააცნო. მოსახლეობის მხრიდან დასმული საკითხები ძირითადად, ინფრასტრუქტურული ხასიათისაა და სანიაღვრე არხების, გარე განათების მოწესრიგებასა და სპორტული მოედნის მშენებლობას ეხება. სოსო ქარუმაშვილი ადგილობრივებს ხელისუფლებისა და სოფლის მცხოვრებელების თანამშრომლობის ფორმებსა და პრინციპებზე ესაუბრა. მისივე თქმით, პრიორიტეტული საკითხების გამოკვეთაში მოსახლეობის აქტიური ჩართულობა აუცილებელია.

- „ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების მოწესრიგება ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით უნდა მოხდეს. ერთად უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა იმ პრობლემების მოგვარებაზე, რაც გვაწუხებს. რეგიონებისა და სოფლების განვითარება ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია. ახმეტას მრავალმხრივი განვითარების პოტენციალი აქვს. ჩვენ ვიზრუნებთ, რომ სოფლებს აღარ ჰქონდეს სასმელი წყლისა და მელიორაციის პრობლემები, მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურა და წინსვლის მეტი წინაპირობა შეგიქმნათ. მთავარია, მთელ ამ პროცესში თქვენი მონაწილეობა, რომ სწორად გავაანალიზოთ პროცესები და დავიცვათ თქვენი ინტერესები“, -განაცხადა მერობის კანდიდატმა.
| Print |
FaceBook Twitter Google