რეკლამა
მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ფინანსების მართვის თემაზე ტრენინგი გაიმართა
არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკები“ და ფინკა ბანკი მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ტრენინგებს აგრძელებენ.
ამჯერად, შეხვედრა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან თელავში ფინკა ბანკის სერვის ცენტრში გაიმართა.

ტრენინგის მთავარი თემა იყო ფინანსების მართვა, ბიუჯეტის დაგეგმვა, საბანკო პროდუქტები და მათი ეფექტურად გამოყენება, გაცვლითი კურსის გავლენა ბიზნესზე, ონლაინ სესხები, აგრო დაზღვევა და სხვა.

შემდეგი შეხვედრა ბათუმში გაიმართება. პროექტის ფარგლებში 100 მეწარმე გადამზადდება და გაუმჯობესდება მათი მხრიდან ბიზნეს-გადაწყვეტილებების მიღების პროცესი. 

მცირე და საშუალო მეწამრმეებისთვის ფინანსების მართვის თემაზე ტრენინგი გაიმართა
| Print |
FaceBook Twitter Google