რეკლამა
სალომე ზურაბიშვილი: რუსთავს აქვს მნიშვნელოვანი და სტრატეგიული ადგილმდებარეობა დღევანდელ ეკონომიკაში
პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი რუსთავის მოსახლეობას შეხვდა.


„ეს ადგილი არის არაჩვეულებრივი, ამ ადგილს აქვს მნიშვნელოვანი და სტრატეგიული ადგილმდებარეობა დღევანდელეკონომიკაში“, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთავში,მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
მისივე თქმით, გაპრეზიდენტების შემთხვევაში რუსთავის განვითარებაზე იზრუნებს.
„ერთად უნდა ვიფიქროთ, თუ როგორ შეიძლება რუსთავის განვითარება. ეს ადგილი არის არაჩვეულებრივი, ამ ადგილს აქვსმნიშვნელოვანი და სტრატეგიული ადგილმდებარეობა დღევანდელ ეკონომიკაში. თუ, რამე არის საჭირო და წარმატებულიდღევანდელ მსოფლიოში, ეს არის რუსთავის ლოჯისტიკური ადგილმდებარეობა, რაც კავკასიის ერთ-ერთ ცენტრად ქმნის. ამაზეუნდა ვიფიქროთ, თუ როოგრ უნდა განვავითაროთ ეს მიმართულება. შემდეგ ამ ყველაფერში ჩავრთავთ მთავრობას, პარლამენტს,უცხოელ ინვესტორებს, უცხოელ პარტნიორებს, რომლებთანაც მე მექნება ურთიერთობა. ეს არის ის, როგორც მე წარმომიდგენიაპრეზიდენტი, არა მხოლოდ გაუთავებელ დებატებში ჩართული, არამხოლოდ ვეტომდებელი, არამედ თქვენთან ერთად ფიქრში, თუროგორ განვავითაროთ ქვეყანა“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.


| Print |
FaceBook Twitter Google