რეკლამა
„ვარდისფერი ოქტომბერი“ ძუძუს კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო თვე [R]
21 საუკუნის აქტუალური პრობლემაა სარძევე ჯირკვლის კიბო. 2011 წლიდან მსოფლიოს 50-მდე ქვეყანა და მათ შორის საქართველოც, ყოველი წლის ოქტომბერს ამ პრობლემასთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს.

მთლიანად ოქტომბრის თვე , ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვედ მიიჩნევა და "ვარდისფერ ოქტომბრად" იწოდება. ა(ა)იპ „ფრანგული სამედიცინო ცენტრი კახეთი-იონი“ როგორც ყოველ წელს ამჯერათაც უერთდება ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას და გიწვევთ ყველა ქალბატონს 40 დან 70 წლის ჩათვლით სკრინინგ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.

სკრინინგი პროგრამა ასევე მოიცავს:

40-დან 70 წლის ჩათვლით – ძუძუს კიბოს სკრინინგი.
25-დან 60 წლის ჩათვლით – საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი.
50-დან 70 წლის ჩათვლით - მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი.
50-დან 70 წლის ჩათვლით - პროსტატის კიბოს სკრინინგი. 
C ჰეპატიტის სკრინინგი-ასაკი შეუზღუდავი.
| Print |
FaceBook Twitter Google