რეკლამა
მეორე ტურისთვის საინფორმაციო ბარათები მხოლოდ 30 უბნის ამომრჩეველს დაურიგდება [R]
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩევლები იმავე საარჩევნო უბანზე მისცემენ ხმას და საინფორმაციო ბარათები მხოლოდ 30 უბნის ამომრჩევლებისთვის დარიგდება.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩევლები ხმას აძლევენ იმავე საარჩევნო უბანზე, რომელიც გაიხსნა 28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურისთვისდა სადაც ამომრჩევლებმა მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა. შესაბამისად,მათ ამომრჩევლის ბარათები აღარ დაურიგდებათ.

აღსანიშნავია, რომ მეორე ტურისთვის 30 საარჩევნო უბანზეშეიცვალა უბნის მისამართი და უბანი სხვა ახლომდებარე შენობაში განთავსდა. შესაბამისად, ამ საარჩევნო უბნების საზღვრებში რეგისტრირებული ამომრჩევლების ინფორმირების უზრუნველსაყოფად, მათთვის დარიგდება ამომრჩევლის საინფორმაციო ბარათები, სადაც მითითებული იქნება საარჩევნო უბნის ახალი მისამართი.

შეგახსენებთ, რომ მოქალაქეებს ასევე აქვთ შესაძლებლობა საკუთარი მონაცემები და საარჩევნო უბნების მისამართებიგადაამოწმონცესკოს ვებგვერდის (voters.cec.gov.ge), მობილური ტელეფონის, პლანშეტისა და სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით.

| Print |
FaceBook Twitter Google