რეკლამა
რა არის სინუსი? [R]
სინუსი,ცხვირის ღრუს დანამატი წიაღი,ჰაერით სავსე ღრუა,რომელიც მდებარეობს ქალას ძვლებში - თვალბუდის უკან,ზემოთ და ქვემოთ. ცხვირის ღრუს ის ვიწრო გასავლით უკავშირდება და მისი ფუნქციაა გაფილტროს და გაათბოს შესუნთქული ჰაერი.ადამიანს ოთხი წყვილი წიაღი აქვს , ესენია:

-შუბლის წიაღები
-ზედა ყბის წიაღები
-ეთმოიდური წიაღები
-სოლისებრი წიაღები




რა არის სინუსიტი?

სინუსიტი ცხვირის ღრუსთან დაკავშირებული წიაღების მწვავე ან ქრონიკული ანთებაა. სინუსიტებს,მათი ლოკალიზაციის მიხედვით შემდეგნაირად ყოფენ:
-ჰაიმორიტი - ზედა ყბის წიაღის ანთება;
-ფრონტიტი - შუბლის წიაღის ანთება;
- ეთმოიდიტი - ცხავის ძვლის ანთება;
- სფენოიდიტი - ძირითადი ძვლის ანთება;


სინუსიტის ფორმები:
მიმდინარეობის ხასიათის მიხედვით განასხვავებენ სინუსიტის შემდეგ ფორმებს:
-მწვავე სინუსიტი - მისი ხანგრძლივობა არ ღებატება 30 დღეს.
-ქვემწვავე სინუსიტი - ხანგრძლივობა ერთ თვეზე მეტია, მაგრამ არ აღემატება 3 თვეს.
-ქრონიკული სინუსიტი - გრძელდება 3 თვეზე მეტხანს.

გამომწვევი ფაქტორის მიხედვით კი სინუსიტი შეიძლება იყოს:
-ინფექციური - ჩვეულებრივ,გართულებელი ბაქტერიული ინფექციის შედეგია; -არაინფექციური - გამოწვეულია გამღიზიანებლებით და ალერგიით.


სინუსიტის სიმპტომები:
- თავის ტკივილი;
- სხეულის ტემპერატურის მომატება;
- ტკივილი ზეწოლისას წიაღებზე;
- უხვი გამონადენი ცხვირიდან;
- ცხვირით სუნთქვის გაძნელება;
- ზეწოლის და სიმძიმის შეგრძნება ანთების მიდამოში;
- ლოყის და ქუთუთოს შეშუპება.



დიაგნოსტიკა:
სინუსიტის დიაგნოზის დასასმელად საჭიროა კლინიკური, ინსტრუმენტული, რენტგენოლოგიური და ლაბორატორიული გამოკვლევები. ასევე შესაძლებელია საჭირო გახდეს ცხვირის დანამატი წიაღების კტ კვლევა.


მკურნალობა:
სინუსიტის მკურნალობის ხანგრძლივობაც და მიმართულებაც ინდივიდუალურია და დამოკიდებულია როგორც გამომწვევ ფაქტოერებზე ასევე სინუსიტის ფორმაზე. საჭიროების მიხედვით მედიკამენტოზური ან ქირურგიული ჩარევა,რომელიც დიაგნოზის დასმის შემდეგ წყდება.

გართულებები:

სათანადო მკურნალობის გარეშე სინუსიტი შესაძლოა გართულდეს, მათ შორის ისეთი საშიში დაავადებებით , როგორიც არის მენინგიტი ( ტვინის გარსების ანთება ), ტვინის სიმსივნე და აბსცესი. ზოგჯერ გართულება სიცოცხლისთვის საშიში არ არის , მაგრამ თუ არ ვუმკურნალებთ და სინუსიტი გაქრონიკულდება შესაძლოა საბოლოოდ გამოიწვიოს: ჭკუასუსტობა,სიბრმავე,სიყრუე,შაკიკი,არტ.წნევის მომატება,ინსულტი,ტვინის სისხლძარღვების სკლეროზი,ალცჰაიმერის დაავადება.

პროფილაქტიკა:

სინუსიტისგან თავის დაცვის ერთერთი გზა ჰიგიენის წესების დაცვაა. ასევე წელიწადის ცივ დროს განსაკუთრებით საყურადღებოა გრიპისა და გაციების პროფილაქტიკა. საყურადღებოა ალერგიული ფონიც,რომელიც მუდმივად საჭიროებს მკურნალობას. რაც სწრაფად იქნება ნამკურნალები ცხვირის ღრუს, როგორც ინფექციური ასევე არაინფექციური გართულებები,მით ნაკლები იქნება სინუსიტის განვითარების რისკი...

| Print |
FaceBook Twitter Google