რეკლამა
გრიპის საწინააღმდეგო კამპანია „კახეთი-იონში [R]“
2018 წლის 27 დეკემბერს ა(ა) იპ "ფრანგულ სამედიცინო ცენტრ კახეთი-იონში"გაიმართა გრიპის საწინააღმდეგო კამპანია "დაიცავი თავი და სხვები სეზონური გრიპისგან ".


მოსაცდელ დარბაზში მყოფმა პაციენტებმა ფრანგულ სამედიცინო ცენტრის პერსონალისაგან პირადად მიიღეს ინფორმაცია სეზონურ ვირუსებთან დაკავშირებით, დაურიგდათ სამედიცინო პირბადეები, რომლეთა ინსტრუქციაც მიეწოდათ გადაცემისთანავე. სეზონური გრიპი A/ B ვირუსით გამოწვეული ინფექციური დაავადებაა. იგი აინფიცირებს სასუნთქ სისტემას (ცხვირი, ყელი, ფილტვები). სეზონური გრიპი საქართველოს ყველა რეგიონში ცირკულირებს ძირითადად A/H1P სახით.

სეზონური გრიპის სიმპტომებია:

საერთო სისუსტე, ცხელება 38 ჩ, ხველა, ფარინგიტი, ცხვირიდან გამონადენი, თავის და კუნთების ტკივილი. იშვიათად დიარეა ან ღებინება.
იგი ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე ხველით, ცემინებით, ვირუსით დაბუნძურებულ საგებთან ხელით შეხებით

მაღალი რისკის ჯგუფებს წარმოადგენენ :

ორსულები, ხანდაზმულები 65 წ და ზევით, ჩვილი ბავშვები, სუსტი იმუნური სისტემის და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები.


ვირუსის პრევენციისათვის გასათვალისწინებელი რეკომენდაციები:

1. მოერიდეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს.

2. როგორც ჯანმრთელმა, ასევე გრიპით დაავადებულმა პირებმა,
შეძლებისდაგვარად ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით და გამდინარე
წყლით, რათა შემცირდეს ხელით ვირუსის გადატანის შესაძლებლობა;

3. რაც შეიძლება ხშირად გაანიავეთ საცხოვრებელი ადგილი და დაალაგეთ
სველი წესით;

4. თუ გაქვთ მაღალი ტემპერატურა თავის, კუნთების, სახსრებისა და
ყელის ტკივილით, მოერიდეთ ჯანმრთელ ადამიანებთან კონტაქტს;

5. გაითვალისწინეთ, რომ გრიპისგან თავის დაცვის საუკეთესო
საშუალება გრიპის საწინააღმდეგო აცრაა.

| Print |
FaceBook Twitter Google