რეკლამა
კონფერენცია გუჯაანის ოჯახის ექიმებთან „კახეთი-იონი“-ში [R]
2019 წლის 1 მარტს „ფრანგულ სამედიცინო ცენტრ კახეთი-იონი“-ში ჩატარდა კონფერენცია გურჯაანის რაოინის ოჯახის ექიმებთან. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი თემები:

1. ენდოსკოპია, სადაც ზაზა ქარენაშვილმა გააცნო მოწვეულ სტუმრებს ენდოსკოპიის კაბინეტი,რომელიც აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით და სასტერილიზაციო სისტემით. აქ აგრეთვე ტარდება გასტროსკოპია და კოლონოსკოპია, რაც მიიჩენვა ოქროს სტანდარტად საჭმლის მომნელებელი ორგანოების თვალსაზრისით. ყურადღება გამახვილდა კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენებზე და მათი მკურნალობის მეთოდებზე, აგრეთვე განხილულ იქნა კლინიკაში გამოვლენილი საინტერესო შემთხვევები.



2. სისხლის საერთო ანალიზი, რომლის გაშიფვრა გულისხმობს თანამედროვე ანალიზატორზე შესრულებული სისხლის საერთო ანალიზის შემადგენელი კონპონენტების გაშიფვრა-ინტერპრეტაციას.ძველი მეთოდისგან განსხვავებით, თანამედროვე აპარატურა მეტ საშუალებას იძლევა, რათა ექიმს გაუადვილდეს სწორი დიაგნოზის დასმა და პაციენტს მიეცეს სათანადო მიმართულება შემდგომი კვლევებისთვის და მკურნალობისთვის.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კახეთი-იონი /