რეკლამა
ჟორდანიას კლინიკის ექიმების ვიზიტი ფრანგულ სამედიცინო ცენტრ "კახეთი-იონში" [R]
პარასკევს, 15 მარტს, ფრანგულ სამედიცინო ცენტრ კახეთი-იონში ჟორდანიის კლინიკის ხელმძღვანელმა, რეპროდუქტოლოგმა ნანა ჯანელიძემ კონსულტაცია გაუწია უშვილო წყვილებს. ვიზიტის ფარგლებში, კლინიკაშინ ჩამოსული იყო ასევე ინვიტრო განაყოფიერების სპციალისტ-ემბრიოლოგი ედგარ გონზალესი.

„ფრანგულ სამედიცინო ცენტრ კახეთი-იონსა“ და ჟორდანიას კლინიკას შორის გაფორმდა ურთიოერთთანამშრომლობის მემორანდუმი. ჟორდანიას კლინიკა პერმანენტულად გეგმავს ვიზიტებს და კონსულტაციებს უშვილო წყვილებთან, რომლებიც საჭიროებენ ინვიტრო განაყოფიერებას. ეს ხელს შეუწყობს კახეთის რეგიონში უშვილო წყვილების ფინანსების დაზოგვას და მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების ადგილზე მიღებას.

კახეთი-იონში წყვილი პირველადი ვიზიტის დროს, შეძლებს მიიღოს შემდეგი მომსახურება:
- გინეკოლოგთან კონსულტაცია
- ვაგინალური ექოსკოპია
- სპერმოგრამა
რის შემდეგაც, ჩატარდება სხვა საჭირო კვლევები.

შემდგომი დაგეგმილი პროცედურისთვის წყვილი გადამისამართდება ჟორდანიას კლინიკაში.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კახეთი-იონი /