რეკლამა
სეზონური ალერგიული რინიტი
სეზონური ალერგიული რინიტის სიმპრომები ვლინდება მხოლოდ წლის გარკვეულ დროს, უფრო ხშირად გაზაფხულზე, მცენარეთა ყვავილობის პერიოდში.

ალერგიული რინიტი ვლინდება ცემინებით, სრუდოთი ან პერიოდულად გაჭედვით, როდესაც ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპების გამო მკვეთრად გაძნელებულია სუნთქვა და ცხვირის ქავილით.

სეზონური ალერგიული რიტინის დროს, მკურნალობა უმჯობესია დავიწყოთ სეზონის დაწყებამდე 1 კვირით ადრე (თითქმის ყველა პაციენტმა იცის, რა დროს იწყება ალერგიის გამოვლინება). ეს, უფრო ეფექტურსა და ადვილად მართვადს ხდის დაავადებას.

ალერგიული რიტინის სამკურნალოდ გამოიყენება ანტიჰისტამინური პრეპარატი, ზღვის წყლის ცხვირის აეროზოლები(რითაც ხდება ცხვირის ლორწოვანის გამორეცხვა), სისხლძარღვთა შემავიწროვებელი წვეთები და სტეროიდები.

თუ ალერგიული ხართ მცენარეთა ყვავილის მტვრის მიმართ სეზონის დროს:

  • ხშირად გამოირეცხეთ ცხვირი ფიზიოლოგიური ან ზღვის მარილის შემცველი ხსნარით
  • მოერიდეთ გარეთ სიარულს ქარიან, მშრალ და ცხელ ამინდში რადგან მცენარეთა მტვრის კონცენტრაცია ჰაერში ამ დროს მაქსიმალურია. უმჯობესია წვიმიანი ამინდის შემდეგ სეირნობა.
  • დახურეთ სახლის და მანქანის ფანჯრები, განსაკუთრებით კონდინციონერი ჰაერის გამწმენდი ფილტრით.
  • ოთახის იატაკი და ავეჯის ზედაპირი გაწმინდეთ სველი წესით.
  • სახლში მოსვლის შემდეგ მიიღეთ შხაპი


[R]

| Print |
FaceBook Twitter Google