რეკლამა
რჩევები გასტრიტის პრევენციისათვის ფრანგული სამედიცინო ცენტრი კახეთი-იონისგან
თანამედროვე ადამიანების ცხოვრებისა და კვების რეჟიმს თუ გადავავლებთ თვალს, მივხვდებით, რატომ იქცა კუჭის ტკივილი დიდი რაოდენობით ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად. კუჭის დაავადებების ერთ-ერთი მიზეზი არასწორი კვებაა. ამ რამოდენიმე ხნის წინ კი მთავარ დამნაშავეს, პილორუსის ჰელიკობაქტერიას, მიაგნეს. გასტრიტი კუჭის ამომფენი ლორწოვანი გარსის ანთებაა. ნორმაში კუჭის ამომფენი გარსის ლორწოს სქელი ფენა ფარავს და კუჭის წვენის დამაზიანებელი ზემოქმედებისგან იცავს. როცა კუჭის ლორწოვანი გარსი ანეთებადია, მცირდება კუჭის დამცავი ნივთიერებების და ლორწოს გამოყოფა.

გასტრიტი მწვავეც შეიძლება იყოს და ქრონიკულიც. მწვავე გასტრიტი უეცრად იწყება და ცოტა ხანი გრძელდება, ქრონიკული კი ხანგრძლივი პრობლემაა, შეიძლება მთელი სიცოცხლე გასტანოს. განასხვავებენ გასტრიტის ეროზიულ და არაეროზიულ ფორმებს.

ეროზიული გასტრიტის დროს კუჭის ამომფენი გარსი ზიანდება, მასზე ჩნდება მცირე ზომის ზედაპირული ნახეთქები - ეროზიები ან უფრო ღრმა დეფექტები - წყლულები.

არაეროზიული გასტრიტი მხოლოდ ლორწოვანის ანთებაა.
გასტრიტის გამომწვევი პილორუსის ჰელიკობაქტერიის გარდა შეიძლება იყოს ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები, ალკოჰოლი, სტრესი, რადიაცია, ვირუსული ინფექცია (ციტომეგალოვირუსი), სისხლძარღვოვანი დაზიანება, კუჭის ლორწოვანის მექანიკური დაზიანება.

დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები: მუცლის ზედა ნაწილში მწვავე ტკივილის გაჩენა ან გაქრობა საკვების მიღების დროს, ბოყინი, გულისრევა, ღებინება, მეტეორიზმი, მადის დაქვეითება.კუჭის ტკივილი არის ეპიგასტრიუმის არეში, რომელიც იწყება ჭამიდან 5-15 წუთის შემდეგ, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულისთვის დამახასიათებელია რითმული ტკივილი ჭამამდე, რომელიც იხსნება საკვების ან ანტაციდების მიღების შემდეგ, ე.წ. „მშიერი ტკივილი“, ტიპიურია ღამის ტკივილიც.

კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის პათოლოგიის დიაგნოსტიკისთვის საჭიროა:
ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია, კუჭის ბიოფსია, კუჭის სეკრეციის გამოკვლევა, სისხლის კლინიკური ანალიზი, რენტგენოგრაფია ბარიუმის ფაფით. დაავადების მკურნალობა მოიცავს წამლებს, რომლებიც ახდენენ კუჭის მჟავიანობის ნორმალიზებას, პრეპარატებს, რომლებიც აღადგენენ კუჭის ლორწოვან გარსს, ანტიბაქტერიულ თერაპიას. გასტრიტის განვითარებასა და დაავადების გამწვავებაში საკვები რაციონი ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. გამომწვევი შეიძლება იყოს მჟავე, მწარე, ცხარე პროდუქტი, სწრაფი კვების ობიექტებში დამზადებული საკვები, შებოლილი პროდუქტი, კონსერვები, ასევე ენერგეტიკული სასმელი, ზოგიერთი გამაგრილებელი გაზიანი სასმელი, ალკოჰოლი. გასტრიტის პრევენციისთვის საჭიროა ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა, კვების რეჟიმის მოწესრიგება, ხშირად მცირე ულუფებით კვება, მორიდება ისეთ მავნე ფაქტორებთან, როგორიცაა: თამბაქო, ალკოჰოლი, არაჯანსაღი საკვები პროდუქტები.



[R]

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ზაფხული დასრულდა და დაიწყო მომაბეზრებელი ცივი ზამთარი, რაც
თავისთავად დაკავშირებულია სიცივესთან, უხასიათობასთან და შავ-თეთრ
დღეებთან.
ამ პრობლემის მოგვარება მარტივად არის შესაძლებელი Aparto.ge - ს
დახმარებით.
ზაფხული დასრულდა და დაიწყო მომაბეზრებელი ცივი ზამთარი, რაც თავისთავად დაკავშირებულია სიცივესთან, უხასიათობასთან და შავ-თეთრ დღეებთან.
ამ პრობლემის მოგვარება მარტივად არის შესაძლებელი Aparto.ge - ს დახმარებით.
09:24 / 14.01.2020
27 სექტემბერს
27 სექტემბერს "ფრანგული სამედიცინო ცენტრი კახეთი-იონი" უმასპინძლებს ფრანგი სენატორების დელეგაციას
13:04 / 25.09.2019
ბუტიკი Petits Bonheurs 2019 წლის 28 სექტემბერს 17:00 საათზე გიწვევთ
შემოდგომის კოლექციის ჩვენებაზე.
ბუტიკი Petits Bonheurs 2019 წლის 28 სექტემბერს 17:00 საათზე გიწვევთ შემოდგომის კოლექციის ჩვენებაზე.
18:39 / 13.09.2019
სამწუხაროდ, ჯანმრთელობაზე ზრუნვა ყოველთვის მარტივი და ხელმისაწვდომი
არაა, მაგრამ ჭკვიანი და წინდახედული ადამიანები ყველაზე სწორ და
გონივრულ არჩევანს იღებენ, როდესაც ჯანმრთელობას აზღვევენ.
სამწუხაროდ, ჯანმრთელობაზე ზრუნვა ყოველთვის მარტივი და ხელმისაწვდომი არაა, მაგრამ ჭკვიანი და წინდახედული ადამიანები ყველაზე სწორ და გონივრულ არჩევანს იღებენ, როდესაც ჯანმრთელობას აზღვევენ.
15:43 / 12.09.2019
1. საერთაშორისო თანამშრომლობა - ეს ამბავი მნიშვნელოვანია, რაკი
ევროპული სტანდარტები კარგი რამეა, პასუხისმგებლობაც უფრო დიდია, როცა
სადაზღვევო კომპანიის უკან რომელიმე დიდი, მსოფლიო ან ევროპული დონის
კომპანია დგას და ა.შ.
1. საერთაშორისო თანამშრომლობა - ეს ამბავი მნიშვნელოვანია, რაკი ევროპული სტანდარტები კარგი რამეა, პასუხისმგებლობაც უფრო დიდია, როცა სადაზღვევო კომპანიის უკან რომელიმე დიდი, მსოფლიო ან ევროპული დონის კომპანია დგას და ა.შ.
14:05 / 19.07.2019
სხვა ამბები
პატარძეულელმა პოეტმა რომან ზუკაკიშვილმა ლექსების მორიგი კრებული გამოსცა. "ჩვენ და წუთისოფელი" (პოეზიის მეორე ტომი) - ასე ჰქვია წიგნს, რომელშიც შეტანილია 500-მდე უმთავრესად ახალი ლექსი.
16:37 / 02-06-2020
იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრული წლიური ქულა მოსწავლისთვის არ არის დამაკმაყოფილებელი, მას ექნება შესაძლებლობა სკოლის ადმინისტრაციას მიმართოს და კონკრეტულ საგანში ნიშანი აიმაღლოს. - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის სხდომაზე ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა.
18:25 / 15-05-2020
როგორც დღეს საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სკოლებში მოსწავლეები ახალი მოდელით შეფასდებიან. მისი განმარტებით, არსებობს შეფასების ორი ფორმა: განმავითარებელი და განსაზღვრული.
17:43 / 15-05-2020
განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდება იგივე ფორმატით და იგივე დროს, როგორც ადრე.
17:37 / 15-05-2020
დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარამ განათლების ანტიკრიზისულ გეგმაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 2019–2020 სასწავლო წელი აკადემიურ წლად არ გამოცხადდება.
17:04 / 15-05-2020
გურჯაანში კულტურის ცენტრის წინ, თამარ მეფის ქუჩაზე, 600 კვადრატული მეტრის სიგრძის სკვერს ჩაუტარდა რეაბილატაცია და მოხდა მისი გამწვანება. როგორც ააიპ მუნიციპალური კულტურის ცენტრის დირექტორი, ვალერი შოშიაშვილი ამბობს, ამისთვის 6 ათასი ლარი გაიხარჯა.
12:06 / 07-05-2020
ვალუტა
EUR
EUR
1
3.3476
USD
USD
1
2.9562
GBP
GBP
1
3.7328
TRY
TRY
1
0.4365
RUB
RUB
100
4.2963
ამინდი
გურჯაანი 16 / 29 °C
img
საგარეჯო 14 / 26 °C
img
დ.წყარო 11 / 23 °C
img
სიღნაღი 13 / 28 °C
img
ლაგოდეხი 12 / 24 °C
img
ყვარელი 16 / 29 °C
img
თელავი 16 / 27 °C
img
ახმეტა 14 / 27 °C
img
კალენდარი
«« ივნისი 2020 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.